From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიდრიხ I (გერმ. Friedrich Wilhelm Ludwig von Baden; დ. 9 სექტემბერი, 1826 — გ. 28 სექტემბერი, 1907) — ბადენის დიდი ჰერცოგი 1856 წლიდან 1907 წლამდე, 1852 წლიდან 1856 წლამდე იყო თავისი ძმის რეგენტი.
ფრიდრიხ I | |
---|---|
Friedrich I. von Baden | |
ბადენის მე-6 დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 იანვარი, 1856 |
მმართ. დასასრული: | 28 სექტემბერი 1907 |
წინამორბედი: | ლუდვიგ II |
მემკვიდრე: | ფრიდრიხ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1826 წლის 9 სექტემბერი |
დაბ. ადგილი: | კარლსრუე, ბადენი |
გარდ. თარიღი: | 1907 წლის 28 სექტემბერი |
გარდ. ადგილი: | მაინაუ, ბადენი |
მეუღლე: | ლუიზა პრუსიელი (1838—1923) |
შვილები: | ფრიდრიხი, ვიქტორია, ლუდვიგი |
დინასტია: | ცერინგენები |
მამა: | ლეოპოლდი (ბადენის დიდი ჰერცოგი) |
დედა: | სოფია შვედი |
ფრიდრიხი იყო ბადენის დიდი ჰერცოგის, ლეოპოლდისა და სოფია შვედის მეორე შვილი.
1856 წელს ფრიდრიხი დაქორწინდა ლუიზა პრუსიელზე (1838—1923), გერმანიის იმპერატორის, ვილჰელმ I-სა და იმპერატრისა ავგუსტას ქალიშვილზე. ქორწინების შედეგად დაიბადა სამი ბავშვი:
1852 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ფრიდრიხი რეგენტობას უწევდა ავადმყოფ ძმას, ლუდვიგ II-ს. 1856 წელს კი ის ოფიციალურად გახდა ბადენის ჰერცოგი. ფრიდრიხმა თავისი მმართველობა კონსტიტუციურ მონარქიაზე დააფუძნა. მის დროს დაშვებულ იქნა სამოქალაქო ქორწინებები და დაწესდა პირდაპირი არჩევნები ბადენის პარლამენტში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.