ფოთის გერბი

From Wikipedia, the free encyclopedia

ფოთის გერბი

ფოთის გერბიფოთის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ 2005 წელს, რომლის ავტორია მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.

სწრაფი ფაქტები ფოთის გერბი, დეტალები ...
ფოთის გერბი
Thumb
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი ფოთი
დახურვა

აღწერილობა

გერბის ფარი ტალღოვანი ვერცხლის სარტყელით გაყოფილია ორ ნაწილად

  • I ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს კოშკი ნახევრად ღია ჭიშკრით. I ნაწილს უჭირავს ფარის 2/3,
  • II ნაწილი — წარმოადგენს ლაჟვარდის ველს. II ნაწილს — 1/3.

გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი — ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

გერბის ფარს უკან ჯვარედინად მოთავსებულია ორი ოქროს ღუზა.

გერბის ფარს გვერდებზე და ქვევით შემოყვება ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი — „ფოთი“.

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.