Remove ads

ფილიპ II ოგიუსტი (ფრანგ. Philippe II; დ. 21 აგვისტო, 1165, პარიზი — გ. 14 ივლისი, 1223, მანტი) — საფრანგეთის მეფე 1180-1223 წლებში. კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. ლუი VII-სა და ადელ შამპანელის შვილი.

Thumb
ფილიპ II

გააფართოვა სამეფო დომენი. 1189-1191 წლებში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი წინამძოღლი იყო. 1202-1204 წლებში ჯონ უმიწაწყლოს წაართვა ნორმანდია, მენი, ანჟუ, პუატუს ნაწილი, შემდეგ ტურენი, 1206 წლის ხელშეკრულებით ჯონ უმიწაწყლომ უარი თქვა საფრანგეთში პლანტაგენეტთა სამფლობელოების უმეტეს ნაწილზე. ფილიპ II-ის წარმატებები დაგვირგვინდა 1214 წელს ინგლისთან ლაროშ-ო-მუანისა (ანჟუ) და ინგლისის მეფის მოკავშირეებთან ბუვინის (ფლანდრია) ბრძოლებში გამარჯვებით.

თავის დომენში გაატარა ადმინისტრაციული და ფინანსური რეფორმები. დააარსა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ოლქები – საპრევოები და საბაიიები, აგრეთვე სამეფო საბჭო. მის დროს დაიწყო სამხრეთ საფრანგეთის მიწების შემოერთება.

Remove ads

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads