From Wikipedia, the free encyclopedia
ფიკუსი (ლათ. Ficus) — მცენარეთა გვარი თუთისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე, იშვიათად ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია, ზოგჯერ — გართხმული ან მცოცავი ლიანები. სახეობათა მეტი წილი ეპიფიტია, ივითარებს დამატებით საჰაერო ფესვებს, რომლებიც მსხვილ სვეტებად გარდაიქმნება და უზარმაზარი ვარჯის საყრდენს წარმოადგენს (ბანიანი).
ფიკუსი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ficus | ||||||||||||
|
ზოგიერთი ეპიფიტის საჰაერო ფესვები მჭიდროდ ეხვევა მასპინძელ მცენარეს და იწვევს მის სიკვდილს. ამ გვარის ხეების სიმაღლე 40 მ, დიამეტრი 3—5 მ აღწევს, ხშირად უვითარდებათ ფიცრისებური საყრდენი ფესვები. ყვავილედს იკეთებენ ღეროსა და ტოტებზე (კაულიფლორია).
800 სახეობა მეტწილად გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის, მალაის არქიპელაგის, ახალი გვინეის, სოლომონის კუნძულების ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ფიკუსის ზოგიერთი სახეობის ნაყოფი (ლეღვი) იჭმება, ზოგის (ლათ. Ficus elastica) რძეწვენი შეიცავს კაუჩუკს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.