გალაქტიკა ირმის ნახტომის სპირალური მკლავი From Wikipedia, the free encyclopedia
ფარი-კენტავრის მკლავი — ვარსკვლავებისა და მტვრის გრძელი ხვეული, რომელიც სპირალურად მიემართება გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრიდან გარეთ. 1950-იანი წლებიდან მიიჩნეოდა, რომ ირმის ნახტომს ოთხი ძირითადი სპირალური მკლავი ჰქონდა, თუმცა ნაკლები იყო მტკიცებულებები.[1] 2014 წელს, მასიური ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ეტაპების,[2] ასევე მაზერებისა და ღია ვარსკვლავთგროვების გადანაწილების 12-წლიანი კვლევის შემდეგ,[3] ოთხი სპირალური მკლავის არსებობის დამამტკიცებელ ფაქტებს მიაგნეს.
ფარი-კენტავრის მკლავი მდებარეობს შედარებით მცირე მშვილდოსნის მკლავსა და პერსევსის ძირითად მკლავს შორის. ფარი-კენტავრის ვარსკვლავები ფარის მკლავის ცენტრის სიახლოვეს იწყება და თანდათან გადადის კენტავრის მკლავში.[4]
რეგიონი, სადაც ფარი-კენტავრის მკლავი გალაქტიკის ცენტრს უერთდება, ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონების სიმდიდრით გამოირჩევა. 2006 წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს დიდი ვარსკვლავთგროვა, რომელიც 14 წითელ სუპერგიგანტს შეიცავს; გროვას RSGC1 უწოდეს. 2007 წელს RSGC1-დან რამდენიმე ასეული სინათლის წლის მოშორებით აღმოაჩინეს ვარსკვლავთგროვა RSGC2, რომელიც ახლად ჩამოყალიბებულ დაახლოებით 50 000 ვარსკვლავს შეიცავს. მკვლევართა ვარაუდით, ამ ვარსკვლავების ასაკი 20 მილიონ წელზე ნაკლებია, თავად გროვა კი 26 წითელ სუპერგიგანტს შეიცავს; შედეგად, ვარსკვლავთგროვა ყველაზე დიდია დღემდე ცნობილთა შორის, მსგავსი ვარსკვლავების შემცველობის თვალსაზრისით.[5] რეგიონის სხვა ვარსკვლავთგროვებს შორისაა RSGC3 და ალიკანტე 8.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.