From Wikipedia, the free encyclopedia
უჯრედების დიფერენცირება — უჯრედების სპეციალიზებული ფენოტიპის ფორმირების გენეტიკურად განსაზღვრული პროგრამის რეალიზაციის პროცესი. დიფერენცირება ცვლის უჯრედის ფუნქციას, მის ზომას, ფორმასა და მეტაბოლურ აქტივობას.
უჯრედების ფენოტიპი არის გენების განსაზღვრული ნაკრების კოორდინირებული ექსპრესიის (ანუ შეთანხმებული ფუნქციური აქტიურობის) შედეგი. დიფერენცირების პროცესში ნაკლებად სპეციალიზებული უჯრედი ხდება უფრო მეტად სპეციალიზებული. მაგალითად, მონოციტი ვითარდება და ხდება მაკროფაგი, პრომიობლასტი ხდება მიობლასტი, რომელიც სინციტიუმის წარმოქმნით აფორმირებს კუნთოვან ბოჭკოს. გაყოფა, დიფერენცირება და მორფოგენეზი ის ძირითადი პროცესებია, რომელთა მეშვეობითაც ცალკეული უჯრედი (ზიგოტა) გარდაიქმნება მრავალუჯრედიან ორგანიზმად, რომელიც სხვადასხვა სახის უჯრედებს შეიცავს.
უჯრედების დიფერენციაცია ხდება არა მარტო ემბრიონული განვითარების დროს, არამედ ზრდასრულ ორგანიზმში (სისხლწარმოქმნის, სპერმატოგენეზის, დაზიანებული უჯრედების რეგენერაციის დროს).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.