From Wikipedia, the free encyclopedia
უნგრეთის დემოგრაფია — უნგრეთის მოსახლეობის ისეთი დემოგრაფიული მაჩვენებლები როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობები, განათლების დონე, ჯანდაცვა, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური კუთვნილება და სხვა ასპექტები.
უნგრეთის შექმნს დროს (895 წ.) მისი მოსახლეობა შეადგენდა შუა დუნაის დაბლობზე შეჭრილ უგრელების ტომებს და იქ დამხვდურ სლავურ მოსახლეობას. ზოგი წყაროს მიხედვით ეს იყო 200 000 სლავი და 400 000 უნგრელი,[1] ხოლო სხვა წყაროებში 805 წლისთვის უნგრეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა მერყეობს 120 000 - 600 000-ის ფარგლებში,[2]
დემოგრაფების მიხედვით მოჰაჩის ბრძოლამდე მოსახლეობის 80 პროცენტს შეადგენდნენ უნგრელები, ხოლო რაკოცის მიერ დამოუკიდებლობისთვის ნაწარმოები ომის შემდეგ უნგრელები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდნენ. პირველი მსოფლიო ომის შემდგომმა ტერიტორიულმა ცვლილებებმა უნგრეთის მოსახლეობა გახადა ერთგვაროვანი. დღეისთვის მოსახლეობის ცხრა მეათედზე მეტი არის ეთნიკური უნგრელი და საუბრობს უნგრულად.
2001 წლის გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთში ცხოვრობს დაახლოებით 16 ეთნიკური ჯგუფი. რომელთა პროცენტული მაჩვენებლებიც შემდეგია:[3]
სახელი | მოსახლეობა (1949) | მოსახლეობა (1990) | მოსახლეობა (2011) | აგლომერაცია | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
ბუდაპეშტი | 1,590,316 | 2,016,681 | 1,733,685 | 2,503,105 (2009) | დედაქალაქი |
დებრეცენი | 115,399 | 212,235 | 208,016 | 237,888 (2005) | რეგიონის ცენტრი |
სეგედი | 104,867 | 169,930 | 170,285 | 201,307 (2005) | რეგიონის ცენტრი |
მიშკოლცი | 109,841 | 196,442 | 168,275 | 216,470 (2005) | რეგიონის ცენტრი |
პეჩი | 89,470 | 170,039 | 157,721 | 179,215 (2005) | რეგიონის ცენტრი |
დიორი | 69,583 | 129,331 | 131,267 | 182,776 (2005) | რეგიონის ცენტრი |
ნირედხაზა | 56,334 | 114,152 | 117,852 | - | საგრაფოს ცენტრი |
კეჩკემეტი | 61,730 | 102,516 | 113,275 | - | საგრაფოს ცენტრი |
სეკეშფეხერვარი | 42,260 | 108,958 | 101,943 | - | რეგიონის ცენტრი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.