ტყვარჩელის იტალიურ-ქართული კონცენსია
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ტყვარჩელის იტალიურ-ქართული კონცენსია — ტყვარჩელის ქვანახშირის მოპოვების და მისი ეკონომიკური რესურსის გამოყენებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აზერბაიჯანის საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს ისედაც არასტაბილურად მომარაგება სათბობი რესურსებითა და ნავთობით საბოლოოდ მოიშალა და შეწყდა.
სატრანსპორტო საშუალებათა, განსაკუთრებით კი რკინიგზის ფუნქციონირებისათვის ქვანახშირს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა ამისა, ტყვარჩელის ქვანახშირის მარაგები და საექსპორტო პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო. ტყიბულის საბადო, რომელიც უკვე საშუალო დატვირთვით ფუნქციონირებდა, ბევრად ნაკლები ხარისხის ქვანახშირის მწარმოებელი იყო და მისი მარაგები ქვეყნის შიდა მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცდილობდა ქვეყანაში მნიშვნელოვანი საგარეო ინვესტიციების მოზიდვას. 1920 წლის დასაწყისში იტალიის სავაჭრო-სამრეწველო მისია ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კონტის, მეთაურობით. მისიამ საქართველოსთან მიაღწია სავაჭრო-სამრეწველო შეთანხმებას. 1920 წლის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი ევროპაში გაემგზავრა მსხვილი ფინანსური რესურსების მოსაზიდად. 1920 წლის ბოლოს ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოების ექსპლუატაციის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული იტალიურ კონცესიასთან. 1921 წლის დასაწყისში კი შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, იტალიურ კონცესიას ტყვარჩელის საბადოები 45-წლიანი ვადით გადაეცა. ხელშეკრულების თანახმად, კონცესიონერი ვალდებული იყო, მოპოვებული ნახშირიდან გარკვეული წილი უფასოდ მიეცა სახელმწიფოსათვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში წარმოების 25 % თვითღირებულების ფასში მიეყიდა.
წლებთან ერთად სახელმწიფოსათვის უფასოდ მიცემული ნახშირის მოცულობა იზრდებოდა და 20 წლის შემდეგ საერთო მოცულობის 20 %-ს შეადგენდა. ხელშეკრულების დადებიდან 30 წლის შემდეგ სახელმწიფოს კონცესიის გამოსყიდვის უფლება ენიჭებოდა. ხელშეკრულების თანახმად, კონცენსიის სარგებლობაში გადადიოდა საბადოსთან არსებული ინფრასტრუქტურა. მინისტრი კანდელაკი მიღწეულ შეთანხმებას საქართველოსათვის ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მომგებიან გარიგებად აფასებდა, თუმცა ოპოზიციური პარტიები აპროტესტებდნენ „ხალხის სიმდიდრის“ უცხო კაპიტალისტებისათვის გადაცემას. დამფუძნებელ კრებაში კონცესიასთან დადებული შეთანხმების განხილვას ცხარე დებატები მოჰყვა, საბოლოო ჯამში, შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს ესერებმა და ფედერალისტებმა, შეთანხმების პირობები მოიწონეს სოციალ-დემოკრატებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.