Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ტუტე ლითონები, ტუტე მეტალები — ელემენტთა პერიოდული სისტემის პიველი ჯგუფის ქიმიური ელემენტები. მათში ერთიანდება: ლითიუმი (Li), ნატრიუმი (Na), კალიუმი (K), რუბიდიუმი (Rb), ცეზიუმი (Cs) და ფრანციუმი (Fr). ეს სახელწოდება მათ შესაბამისი ჰიდროქსიდების — ტუტეებიდან მიიღეს. მათი ჟანგვის ხარისხია +1. ახასიათებთ მსგავსი ფიზიკური და ქიმიური თვისებები (განსაკუთრებით K, Rb და Cs).
მათი გარე შრის აღნაგობა ერთნაირია (გარე შრეზე ერთი S ელექტრონია), ამიტომ ტუტე ლითონების თვისებები მსგავსია. მათ შეუძლიათ ადვილად გასცენ გარე შრის, ბირთვთან სუსტად დაკავშირებული ელექტრონი და წარმოქმნან მდგრადი კათიონები +1 ჟანგვის ხარისხით. ტუტე ლითონებისათვის დამახასიათებელი დაბალი ელექტროუარყოფითობა და მაღალი აღმდგენი თვისებები. მათ ახასიათებთ ბზინვარება, თბოგამტარობა, ელექტროგამტარობა და პლასტიკურობა.
ატომური რადიუსის გაზრდით იზრდება მათი სიმკვრივე, მაგრამ მცირდება ლღობის და დუღილის ტემპერატურები, რადგან იონთა რადიუსის გაზრდით სუსტდება ქიმიური ბმები და კრისტალები უფრო დაბალ ტემპერატურაზე ირღვევა.
ტუტე ლითონებისათვის დამახასიათებელი ალის შეფერადება წვისას, ალის ფერის მიხედვით შესაძლებელია მათი გამოცნობა: ნატრიუმი იძლევა ყვითელ, კალიუმი – იისფერ შეფერილობას და ა.შ. ტუტე ლითონების ოქსიდის ზოგადი ფორმულაა EշO ჰიდროქსიდისა (ტუტის) E-OH, წყალბადნაერთებისა კი – EH. წყალბადნაერთებს ჰიდრიდები ეწოდება. ტუტე ლითონთა წყალბადნაერთები – ჰიდრიდები თეთრი კრისტალური ნივთიერებებია ისინი ადვილად შედის წყალთან რეაქციაში შესაბამისი ტუტეების წარმოქმნით. მეტალთა იონების რადიუსის ზრდის გამო რიგში LiOH-NaOH-KOH-RbOH-CsOH ფუძე თვისებები თანდათან ძლიერდება.
ტუტე ლითონები მაღალი აქტიურობის გამო თავისუფალი სახით ბუნებაში არ გვხვდება. Na და K ბუნებაში გავრცელებულია მნიშვნელოვანი შენაერთების (NaCl, KCl, NaCl-KCl…) სახით. ჰაერზე ტუტე მეტალები სწრაფად იჟანგება, ამიტომ მათ ნავთში ინახავენ.
ტუტე ლითონები ბევრი საერთო თვისებით ხასიათდება:
რეაქციის შედეგად გამოიყოფა წყალბადი და ხსნარში მიიღება ტუტე.
აქტიურობის გამო თავისუფალი სახით ტუტე ლითონების გამოყენება შეზღუდულია. ნატრიუმი და მისი შენადნობი კალიუმთან გამოიყენება როგორც სითბოგამტარი ბირთვულ დანადგარებში, ასევე მეტალოთერმიაში. Rb-სა და Cs-ს იყენებენ ფოტოელემენტებში. თანამედროვე მრეწველობასა და ტექნიკაში განსაკუთრებით გამოიყენება ლითიუმი და მისი ნაერთები: მეტალურგიაში, ავტომანქანების აკუმულატორებში, საცხებად, ატომურ ენერგეტიკაში და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.