From Wikipedia, the free encyclopedia
ტრაგიკომედია — დრამატული ჟანრის ერთ-ერთი სახე, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც ტრაგიკული, ასევე კომიკური სიტუაციები. პერსონაჟთა ბედი ასეთი ხასიათის ნაწარმოებში თანაგრძნობას იწვევს. ამავე დროს არის კომიკური სცენებიც, რაც სიცილს იწვევს.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ტრაგიკომედიის ფორმა განსაკუთრებით აქტუალური ხდება კულტურული ეპოქების გარდამავალ პერიოდებში. იგი გამოხატულებაა ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელი სულიერი კრიზისებისა, როდესაც ცხოვრებისეული კრიტერიუმების გადაფასება ხდება. ტრაგიკულია ძველის, დრომორჭმულის შეუფერებლობა ცხოვრების ახალ მოთხოვნილებებთან. ტრაგიკომედიას ახასიათებს სერიოზული და სასაცილო მომენტების მონაცვლეობა, ამაღლებული და კომიკური ხასიათები. პერსონაჟებში ხაზგასმულია რომელიმე ტიპური თვისება. ავტორისეული განაჩენი არ ჩანს.
ტრაგიკომედია ჩაისახა ანტიკურ ხანაში, ძლიერდება შუა საუკუნეების ბოლოსა და რენესანსის ეპოქაში, ცალკე ტიპად ყალიბდება XVI - XVII საუკუნეების მიჯნაზე. ხელახლა ძლიერდება ტრაგიკომედიური ელემენტი XIX საუკუნის ბოლოდან.
თანამედროვე დრამატურგიაში არსებობს არა იმდენად ტრაგიკომედია თავისი გამოკვეთილი ნიშნებით, რამდენადაც უფრო ტრაგიკომედიური ეფექტი - პერსონაჟისა და სიტუაციის შეუსაბამობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.