From Wikipedia, the free encyclopedia
ფრენსის ენთონი „ტონი“ აიომი (ინგლ. Tony Iommi, დ. 19 თებერვალი, 1948, ბირმინგემი, ინგლისი) — ინგლისელი გიტარისტი და სიმღერების ავტორი, უკეთ ცნობილი, როგორც მძიმე მეტალ ჯგუფ Black Sabbath-ის თანადამაარსებელი და მისი ერთადერთი მუდმივი წევრი სხვა წევრების ცვლილებების განმავლობაში.
ტონი აიომი | |
---|---|
ტონი აიომი სცენაზე Heaven and Hell-თან ერთად, 2009 წელი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფრენსის ენთონი აიომი |
დაბ. თარიღი |
19 თებერვალი, 1948 ბირმინგემი, ინგლისი |
დაბ. ადგილი | ბირმინგემი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
მძიმე მეტალი მძიმე როკი ბლუზ-როკი დუმ-მეტალი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1960 წლიდან - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Warner Bros., I.R.S., Rhino |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Gibson SG | |
საიტი | iommi.com |
ტონი აიომი ვიკისაწყობში |
აიომი ფართოდაა ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი გიტარისტი მძიმე მეტალში: Allmusic-ის მიხედვით, „აიომი ერთ-ერთია იმ მხოლოდ ორი გიტარისტთაგან (მეორეა ლედ ზეპელინის ჯიმი პეიჯი), რომელთაც შეუძლიათ განაცხადონ პრეტენზია მძიმე მეტალის პირველი გიგანტური რიფების ავტორობაზე.“[1] 2003 წელს აიომი შეტანილი იქნა 86-ე ადგილზე როლინგ სტოუნის სიაში „ყველა დროის ასი საუკეთესო გიტარისტი“,[2], ხოლო 2004 წელს - პირველ ადგილზე Guitar World'-ის სიაში „ყველა დროის ასი საუკეთესო მეტალ გიტარისტი“.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.