From Wikipedia, the free encyclopedia
ტინო — იტალიის კუნძული ლიგურიის ზღვაში, ლა-სპენზიის ყურის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. შედის ქალაქ პორტოვენერეს სამხრეთით მდებარე სამი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის შემადგენლობაში. უდიდესი კუნძული პალმარია მის ჩრდილოეთით მდებარეობს, ხოლო ტინეტო სამხრეთით.
პორტოვენერე, ჩინკვე-ტერე და კუნძულები: პალმარია, ტინო, ტინეტო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, v |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 44°01′38″ ჩ. გ. 9°51′02″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 826 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 826 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1997 წელს, არქიპელაგი, ჩინკვე-ტერესა და პორტოვენერესთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
მიჩნეულია, რომ ტინოზე ცხოვრობდა ლა-სპენზიის ყურის მფარველი წმინდა ვენერიუსი, ჯერ როგორც განდეგილი, ხოლო შემდეგ როგორც აბატი, სანამ ის გარდაიცვლებოდა 630 წელს. ყოველი წლის 13 სექტემბერს მისი დღესასწაული აღინიშნება. წმინდანის საფლავზე აღმართული იყო სამლოცველო, რომელიც XI საუკუნეში მონასტრად გადაკეთდა. მისი ნანგრევების ხილვა კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზეა შესაძლებელი.
დღეს კუნძული სამხედრო ზონას წარმოადგენს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.