ტიგლათფილესერ III (ასურ. თუქულთიაფალეშარი) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 745-727 წლებში.
გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები: გაუქმა სამეფისნაცვლოები და შექმნა უფრო მცირე ადმინისტრაციული ერთეულები, რომელთაც სათავეში ჩაუყენა ოლქის უფროსები. შექმნა აგრეთვე მუდმივი არმია, რომელიც ივსებოდა რეკრუტირებული მოსახლეობისაგან. არმიას მთლიანად სახელმწიფო ინახავდა, რის გამოც ღარიბებსაც შეეძლოთ ჯარში ემსახურათ. რეფორმებმა განამტკიცეს ცენტრალური ხელისუფლება და ქვეყნის სამხედრო ძლიერება. ძვ. წ. 740 წელს დაიპყრო ტიგროსის ზემო დინების აუზში მდებარე ურარტუს ტერიტორიის ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ სირიის მნიშვნელოვანი რაიონი, ძვ. წ. 735 წელს შეიჭრა ურარტუს ტერიტორიაზე და მიადგა მის დედაქალაქს ტუშფას, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. დაიმორჩილა ფინიკია და სირიის ნაწილი, ძვ. წ. 739 წელს აიღო ქ. დამასკოც. ბაბილონში მეფედ აირჩიეს ფულუს სახელით. ბაბილონს შეუნარჩუნა მმართველობა და მხოლოდ მოკავშირის უფლებებით გააერთიანა ასურეთთან. მის დროს გრძელდებოდა დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის ასურეთში გადმოსახლების პოლიტიკა.
ლიტერატურა
- შარაშენიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 715-716.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.