ტარტაროსი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ტარტაროსი ან ტარტაროზი (ძვ. ბერძნ. Τάρταρος [tartaros] — „ქვესკნელი“, „ქვესკნელის სამეფო“) — ძელ ბერძნულ მითოლოგიაში ქვესკნელის უბნელესი ნაწილი, შავეთი. ჰესიოდეს მიხედვით, მესამე კოსმოგონიური პრინციპი (გეა-ეროსი-ტარტაროსი). უმძიმეს ცოდვათა დასასჯელი: სამმაგი მწუხრით, პოსეიდონის ნაჭედი სპილენძის კედლითა და ცეცხლის მდინარით (პირიფლეგეთონტით) გარემოცული საიქიო. ჰომეროსთან ტარტაროსი იმდენადვეა დაშორებული დედამიწიდან, რამდენადაც ზეცა, და სიკვდილივით ბნელია. ტარტაროსი ჰადესის ქვედა სკნელია, სადაც ურანოსმა მიაჯაჭვა ციკლოპები და ასხელა გოლიათები (ჰეკატონხეირები), რომლებიც შემდეგ გეას რჩევით ზევსმა ახსნა და მცველებად მიუჩინა ტარტაროსში ჩაყრილ ძლეულ ტიტანებს.
Remove ads
ქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენაში ტარტაროსს ცვლის ჯოჯოხეთი, ჰადესს კი საიქიო. საიქიოში ყველა მიდის, ჯოჯოხეთში კი დიდი დამნაშავეები ხვდებიან. ტარტაროზი ხშირად ბოროტ არსებადაა მიჩნეული, იგი ეშმაკების მეთაური და წინამძღოლია.
Remove ads
ლიტერატურა
- გაფრინდაშვილი ნ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1972, გვ. 284
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 662.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads