ტერნტეიბლიზმი (ინგ. Turntablism) — ჰიპ-ჰოპის სუბჟანრი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს გრამფირფიტის მანილუპირებაზე. ადამიანი, რომელიც ტერნტეიბლიზმით არის დაკავებული,ტერნტეიბლისტია. ტერმინი 1994 წელს მოიგონა DJ Supreme-მა, განსასხვავებლად იმ კატეგორიის დიჯეებისა, რომლებიც მხოლოდ ჩანაწერს აჟღერებენ თავდაპირველი ფორმით, მათგან, ვინც სინამდვილეში ჩანაწერის ხმის მანიპულაციას ახდენს. ტერმინს შემდგომში პოპულარიზაცია გაუკეთა DJ Babu-მ[1], რომელიც საკუთარ მიქსებს ხელს ამგვარად აწერდა „მიქსირებულია ბაბუ - ტერნტეიბლისტის მიერ“ (mixed by Babu the Turntablist).

Thumb
DJ Jazzy Jeff, აგრეთვე ცნობილი როგორც მუსიკალური პროდიუსერი, გრამფირფიტის მანიპულირებით, ინგლისი, 2005.

ტერნტეიბლისტი დიჯეები იყენებენ ტერნტეიბლ (ინგლ. გადააბრუნე მაგიდა) ტექნიკას, როგორიცაა „ფხაჭვნა“ ან რიტმის არევა ორიგინალური მუსიკალური ნამუშევრების კომპოზიციაში. ტერნტეიბლიზმი ფოკუსს ახდენს უფრო ტერნტეიბლ ტექნიკაზე, ვიდრე თავად მიქსირებაზე, რეპსა თუ ვოკალურ შედეგზე. ზოგიერთი ტერნტეიბლისტი ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც ნამდვილმა მუსიკოსმა[2], რომელსაც შეუძლია სხვა შემსრულებლებთან იმპროვიზებული ინტერაქცია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.