სოფელი საქართველოში, თბილისის მთაწმინდის რაიონში From Wikipedia, the free encyclopedia
ტაბახმელა — სოფელი თბილისში მთაწმინდის რაიონში. ზღვის დონიდან 1020 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2073 კაცი.
სოფელი | |
---|---|
ტაბახმელა | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდა |
კოორდინატები | 41°39′11″ ჩ. გ. 44°45′29″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1020 მ |
მოსახლეობა | 2073 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % სომხები 0,8 % რუსები 0,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად თამარის ისტორიკოსთან მოიხსენიება, როგორც მისი ერთ-ერთი სააგარაკე ადგილი. ტაბახმელა თავად სოლოღაშვილების, XVIII საუკუნის II ნახევრიდან კი ორბელიანების სამფლობელო მამული იყო. ქართველებმა ტაბახმელასთან არაერთი მძიმე ბრძოლა გადაიტანეს. 1921 წლის თებერვალში რუსეთის XI არმიის შემოტევას ტაბახმელასთან და კოჯორთან გმირულად იგერიებდნენ ქართველები.
2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (სოფლები: წავკისი, შინდისი), 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.