სუნ მეილინი

From Wikipedia, the free encyclopedia

სუნ მეილინი
Remove ads

სუნ მეილინი, ასევე ცნობილია როგორც მადამ ჩან კაიში (ჩინ. 宋美齡; დ. 5 მარტი, 1898, შანხაი, ცინის იმპერია — გ. 23 ოქტომბერი, 2003, ნიუ-იორკი, აშშ) — ჩინეთის რესპუბლიკის პირველი ლედი, გენერალსიმუსის და პრეზიდენტის, ჩან კაიშის მეუღლე. სუნმა დიდი როლი ითამაშა ჩინეთის რესპუბლიკის პოლიტიკაში. მისი და რესპუბლიკის დამაარსებლის, სუნ იატსენის ცოლი იყო. სუნი ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა. მას ეკავა მნიშვენლოვანი და საპატივცემულო თანამდებობები, მათ შორის ფუ ჯენის კათოლიკური უნივერსიტეტის თავჯდომარეობა. ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის დროს ის განაწყობდა ხალხს იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ. მეილინი 1942 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ატარებდა გამოსვლებს, რათა მოეპოვებინა მხარდაჭერა. სუნ მეილინი იყო ერთადერთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პირველი ლედი, რომელიც XXI საუკუნეში გარდაიცვალა.

სწრაფი ფაქტები ჩინეთის რესპუბლიკის პირველი ლედი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
Remove ads
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Remove ads

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads