სურ-ლიპესის პროვინცია (ესპ. Provincia de Sud Lípez) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. დედაქალაქია სან-პაბლო-დე-ლიპესი.
პროვინცია | |
---|---|
სურ-ლიპესის პროვინცია Provincia de Sud Lípez | |
ქვეყანა | ბოლივია |
ადმ. ცენტრი | San Pablo de Lípez |
კოორდინატები | 22°08′00″ ს. გ. 67°01′00″ დ. გ. |
ფართობი | 22 355 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, კეჩუა |
მოსახლეობა | 4 905 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 0,3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
სურ-ლიპესი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. მდებარეობს ვულკან ლიკანკაბურის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე. სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ჩილე, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით — არგენტინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 230 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 22 355 კმ²-ს შეადგენს.
პროვინციის ტერიტორიაზე მრავლადაა ტბები და მარილის ქვაბულები, რომელთა შორის უდიდესია ლაგუნა-კოლორადა. ასევე აღსანიშნავია ლაგუნა-ვერდე, ლაგუნა-ბლანკა, ლაგუნა-კელესტე.
მოსახლეობა
- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 4 158 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 4 905-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 18 %-იან ზრდას.
- მოსახლეობის 99.4 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 69 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 4 % მაღაროებში, 4% მრეწველობაში, 23 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 86 % კათოლიკეა, 9 % პროტესტანტი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუას შთამომავლები არიან.
დაყოფა
პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Detailed map of province towns and rivers დაარქივებული 2012-04-20 საიტზე Wayback Machine.
- Population data (Spanish) დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine.
- Panoramic pictures of the province
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.