სტეფან მაზროცისი

From Wikipedia, the free encyclopedia

სტეფან მაზროცისი (ინგლ. Stefan Mazrocis; დ. 18 აპრილი, 1967, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი პროფესიონალი სნუკერისტი. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სნუკერისტად ევროპაში. აღსანიშნავია, რომ ის დაიბადა ლატვიურ-ინგლისურ ოჯახში, მაგრამ აქვს ნიდერლანდების მოქალაქეობა. სტეფან მაზროცისი ცნობილია იმითაც, რომ ერთ დღეში სავარჯიშო მატჩებზე სამჯერ შეძლო მაქსიმალური ბრეიკის გაკეთება.

მეტი ინფორმაცია საერთო ინფორმაცია ...
სტეფან მაზროცისი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 18 აპრილი 1967
დაბ. ადგილი: ნიდერლანდები
მოქალაქეობა: ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროფესიონალური კარიერა: 1991—
უმაღლესი რეიტინგი: № 65[1]
საპრიზო თანხა: GB£ 116 085
უმაღლესი ბრეიკი: 147 (1995 WPBSA Tour Event 3)
მსოფლიო ჩემპიონატი: 1/8 ფინალი (1997)
სხვა ტურნირები: 1
დახურვა

კარიერა

მაზროცისის ადრეული კარიერა ინგლისში მიმდინარეობდა, იქვე თამაშობდა იგი მოყვარულის დონეზეც. 1991 წელს მაზროცისი პროფესიონალი გახდა. 1996 წელს მან კარიერაში თავის საუკეთესო შედეგს — Asian Classic-ის მეოთხედფინალს მიაღწია. 1997 წელს სტეფანი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, როცა პირველ რაუნდში პიტერ ებდონს სძლია. შემდეგ ნიდერლანდელს კარიერაში ჩავარდნა დაეწყო და მან მეინ-ტური დატოვა, მაგრამ, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის წყალობით, დაბრუნდა პროფესიონალურ სნუკერში.

მიღწევები კარიერაში

  • მსოფლიო ჩემპიონატი 1/8 ფინალი — 1997
  • Asian Classic მეოთხედფინალი — 1996

რესურსები ინტერნეტში


სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.