სტეფანი მაიერი

From Wikipedia, the free encyclopedia

სტეფანი მაიერი

სტეფან მორგან მაიერი (ინგლ. Stephenie Meyer) (დ. 24 დეკემბერი, 1973 )— ამერიკელი მწერალი.

სწრაფი ფაქტები სტეფანი მაიერი, დაბადების თარიღი ...
დახურვა

დაიბადა ამერიკაში 24 დეკემბერს 1973 წელს. მან ბავშვობა გაატარა არიზონაში. ჰყავს ორი და და სამი ძმა. მომავალი მეუღლე კრისტიანი გაიცნო მოზარდობისას და მასთან 1994 წელს იქორწინა.

1995 წელს სტეფანმა დაამთავრა ბრაიგამ იანგის სახელობის უნივერსიტეტი შტატ იუტაში. მან მიიღო ბაკალავრიატი ინგლისური ენის მცოდნეობაში. სტუდენტობის პერიოდში იგი ძალიან ბევრს კითხულობდა და ეცნობოდა თანამედროვე ფენტეზის ჟანრის წიგნებს.

სტეფანის გადმოცემით 2003 წლის 2 ივნისს[12] მან სიზმარში ნახა მდელოზე წამოწოლილი შეყვარებული წყვილი, მისი თქმით ბიჭი ვამპირი იყო, რომელსაც გოგონას სუნი თავბრუს ხვევდა. 29 წლის დიასახლისმა და სამი შვილის დედამ გადაწყვიტა ჩაეწერა თავისი იდეები, ხოლო სამი თვის შემდეგ მან 500 ფურცლიანი რომანი ბინდი დაწერა. მან ლიტერატურულ აგენტებს მიუტანა თავისი რომანი, ხოლო ამის შემდეგ გამოსცა წიგნი რომელმაც მეიერს 750 ათასი დოლარი მოუტანა.

რომანი უპირველეს ყოვლისა გამოიცა თინეიჯერების გულების დასაპყრობად. იგი დაიბეჭდა და გაყიდვაში გამოვიდა პირველად ამერიკაში 2005 წელს და შემაშფოთებელი წარმატებით გაიყიდა. ამის შემდეგ ყოველ წელს სტეფანიმ გადაწყვიტა გამოეცა ახალ ახალი საგები ახალი მთვარე დაბნელება და განთიადი. ყოველ წიგნში მთხრობელი არის განუმეორებელი ბელა სუონი თუმცა მესამე ნაწილის ბოლო თავი მოთხრობილია ჯეიკობ ბლექის მიერ და ამან იმხელა სიმპატია დაიმსახურა მკითხველებისაგან, რომ სტეფანმა გადაწყვიტა ბოლო წიგნის გარკვეული ნაწილის მთხრობილი ჯეიკობი ყოფილიყო.

ბიბლიოგრაფია

წელიქართული დასახელებაორიგინალური დასახელებაISBN
2005ბინდი Twilight0-316-16017-2
2006ახალი მთვარე New Moon0-316-16019-9
2007დაბნელებაEclipse978-0316160209
2008განთიადიBreaking Dawn031606792X
2008მასპინძელიThe Host0-316-16017-2
2010ბრი ტენერის მოკლე მეორე სიცოცხლეThe Short Second Life of Bree Tanner978-5-17-068736-7
2010შუაღამის მზე (დაუმთავრებელი)Midnight sun
2011[13]ოფიციალური გიდიTwilight Saga Official Guide
(დაგეგმილია)სულიThe Soul
(დაგეგმილია)მაძებარიThe Seeker

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.