From Wikipedia, the free encyclopedia
სტეფანე ბიზანტიელი — ბიზანტიელი გეოგრაფი. ავტორია გეოგრაფიული ლექსიკონისა Ἐθνικά. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ არსებობს. ცხოვრობდა სავარაუდოდ VI საუკუნეში. მისი ნაწარმოები დაწერილი უნდა იყოს 528-535 წლებში. სტეფანეს Ἐθνικά 50-55 წიგნისგან შედგებოდა. ჩვენამდე ნაშრომმა მოაღწია შემოკლებული სახით. თხზულებაში ასახელებს წყაროებს, რომლითაც სარგებლობდა, მაგალითად ჰეროდიანეს, ოროს მილეტელს, ჰეკატე მილეტელს, ჰეროდოტეს, თუკიდიდეს, პოლიბის, სტრაბონს, დიონისე პორიეგეტს.
სტეფანეს გრამატიკული საკითხები მეტად აინტერესებდა, ვიდრე გეოგრაფიული, ამიტომ შეცდომები აქვს დაშვებული და ბრმად ენდობა საკუთარ წყაროებს. სტეფანეს ნაშრომში ნახსენებია ძველი ქართული დასახლებები და ტომები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.