From Wikipedia, the free encyclopedia
სონსონატე (ესპ. Sonsonate) — სალვადორის ერთ-ერთი ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია სონსონატე. შედგება 16 მუნიციპალიტეტისგან.
დეპარტამენტი | |
---|---|
სონსონატეს დეპარტამენტი Departamento de Sonsonate | |
ქვეყანა | სალვადორი |
ადმ. ცენტრი | Sonsonate |
შიდა დაყოფა | Sonsonate Centro |
კოორდინატები | 13°43′00″ ჩ. გ. 89°44′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1824 |
ფართობი | 1 226 კმ² |
მოსახლეობა | 518 522 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 358,04 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC−6 |
დეპარტამენტის ფართობი 1 226 კმ²-ია, მოსახლეობა — 518 522 ადამიანი (2006 წ).
შეიქმნა 1824 წლის 12 ივნისს. 1859 წლის 29 იანვარს, სალვადორის ეროვნულმა პარლამენტმა გადაწყვიტა სონოსნატესთვის ჩამოერთვა ქალაქები — აპანეკა, სან-პედრო-პუშტლა, გუაიმანგო და ხუხუტლა, რომლებიც სანტა-ანას დეპარტამენტს მიუერთა.
1834 წელს, სონსონატე ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკის მეორე დედაქალაქი იყო.
დეპარტამენტი ინარჩუნებს ადგილობრივთა რამდენიმე უძველეს ტრადიციას, აქ სახლობენ სალვადორში შემორჩენილი ნაჰუატლზე მოლაპარაკე ადამიანთა უმცირესი ჯგუფი.
სონსონატეს დეპარტამენტი უკიდურესად სასოფლო-სამეურნეო არეალია, გამოირჩევა განსაკუთრებით ნაყოფიერი ვულკანური ნიადაგით, რომელიც ერთ დროს ყველაზე ღირებული რესურსი იყო ესპანელ კონკისტადორთათვის ცენტრალურ ამერიკაში, რომლებსაც აქ კაკაოს პლანტაციები ჰქონდათ გაშენებული. სახელი სონსონატე „400 მდინარის ადგილს“ ნიშნავს, ვინაიდან ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა აქ 2 000 მმ-ია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.