From Wikipedia, the free encyclopedia
სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურები — ქრონოლოგიური სია სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურებისა, რომელიც მოიცავს პერიოდს 315 წლიდან დღემდე. თავდაპირველად სომხური ეკლესიის მეთაური იყო ეპისკოპოსი. 368 წლიდან მან მიიღო კათოლიკოსისა პატრიარქის ტიტული. კათოლიკოსის რეზიდენცია ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. ამჟამად სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაური ატარებს უმაღლესი პატრიარქის და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ტიტულს და ფარული კენჭისყრით აირჩევა საეკლესიო კრებაზე.
XII-XV საუკუნეებში სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის რეზიდენცია მდებარეობდა კილიკიის სომეხთა სამეფოში. 1441 წელს გადაწყდა სომხური საკათოლიკოსო ტახტის დაბრუნება ეჩმიაძინში. ამის საპასუხოდ კილიკიის სომხური ეკლესიის უმაღლესმა იერარქმა შეინარჩუნა კათოლიკოსის ტიტული. XV საუკუნის შუა წლებიდან ის ექვემდებარეობდა კონსტანტინოპოლის სომხურ საპატრიარქოს. 1915 წელს სომხების გენოციდის შემდეგ მოიშალა კილიკიის საკათალიკოსო სისში და ის მოგვიანებით აღდგა ბეირუთის ახლოს ქალაქ ანტილისიაში.
893 წელს დვინის მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი დვინი და კათოლიკოსის რეზიდენციამ გადაინაცვლა აღთამარის მონასტერში. X საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკოსის რეზიდენცია გადავიდა ქალაქ ანისის მახლობლად, არგინაში. აღთამარის ეპისკოპოსებს ამის შემდეგაც დიდხანს ჰქონდათ პრეტენზიები სომხურ ეკლესიაში განსაკუთრებულ იერარქიულ მდგომარეობაზე და 1114 წელს აღთამარის ეპისკოპოსმა თავი სომხეთის კათოლიკოსად და პატრიარქად გამოაცხადა. ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ აღთამარის ეპისკოპოსებმა კათოლიკოსის ტიტული მაინც დიდხანს შეინარჩუნეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.