From Wikipedia, the free encyclopedia
სიმონ II გურიელი (დ. 1606 — გ. დაახლოებით 1672) — გურიის მთავარი 1625, 1658, მამია II გურიელის ძე.
სიმონ II გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1625, 1658 |
მმართ. დასასრული: | 1625, 1658 |
წინამორბედი: | მამია II გურიელი, ქაიხოსრო I გურიელი |
მემკვიდრე: | მალაქია I გურიელი, დემეტრე გურიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1606 |
გარდ. თარიღი: | 1672 |
მეუღლე: | მარიამ დადიანი |
შვილები: | იჟია |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | მამია II გურიელი |
1621 წელს სიმონმა ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანის და — მარიამ დადიანი. 1625 წელს სიმონმა მოკლა მამა, გახდა გურიის მთავარი და დაუპირისპირდა დადიანებს. მონაწილეობდა დადიანების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში. შეთქმულება ჩავარდა, რადგან დადიანი გადარჩა და გურიაზეც გაილაშქრა. სიმონ გურიელი სოფელ ლანჩხუთთან შეება ცოლისძმას.დადიანმა დაამარცხა გურიელი, დააბრმავა და მისი ცოლ-შვილი ოდიშს წაიყვანა, ხოლო გურიის მთავრად დაადგინა სიმონის ბიძა, მალაქია II, რომელიც ამ დროს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო და დადიანებს ეხმარებოდა.
1658 წელს იმერეთის მეფემ ალექსანდრე III-მ და ვამეყ დადიანმა სიმონი კვლავ მთავრის ტახტზე აიყვანეს და აშვილეს გურიელთა სახლისშვილი დემეტრე, რომელიც ფაქტობრივად განაგებდა სამთავროს.
სიმონ II გურიელი ჯერ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა მოხუცებულობამდე, მას ფინანსურად ნაცოლარი მარიამი ეხმარებოდა. მათი ვაჟი იჟია ჯერ სამეგრელოში იზრდებოდა, შემდეგ კი ქართლის ემფე როსტომმა იშვილა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბერად შედგა და იერუსალიმს გაემგზავრა, სადაც საქმიანობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ინტერესების დასაცავად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.