From Wikipedia, the free encyclopedia
სიმონე პეროტა (იტალ. Simone Perrotta; დ. 17 სექტემბერი, 1977, ეშტონ-ანდერ-ლაინი) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, უკანასკნელად თამაშობდა საფეხბურთო კლუბ „რომაში. იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. 2013 წლის 29 ივნისს პეროტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სიმონე პასქუალე პეროტა | ||
დაბადების თარიღი | 17 სექტემბერი, 1977 | ||
დაბადების ადგილი |
ეშტონ-ანდერ-ლაინი გაერთიანებული სამეფო | ||
სიმაღლე | 1.78 მ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1995–1998 | რეჯინა | 77 | (1) |
1998–1999 | იუვენტუსი | 5 | (0) |
1999–2001 | ბარი | 56 | (1) |
2001–2004 | კიევო | 95 | (6) |
2004–2013 | რომა | 246 | (36) |
სულ | 479 | (44) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1998–2000 | იტალია 21 წლ. | 6 | (1) |
2004–2005 | იტალია | 48 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
პეროტამ თამაში დაიწყო „რეჯინაში“, დებიუტი ჰქონდა 1995 წელს, იტალიის სერია B-ში. 1998 წელს ის გადაიბირა „იუვენტუსმა“. ტურინულ კლბუში ნახევარმცველის პოზიციაზე კონკურენცია უწევდა ისეთ დიდ ფეხბურთელებთან, როგორებიც იყვნენ ანტონიო კონტე, დიდიე დეშამი და ზინედინ ზიდანი. „იუვენტუსის“ შემადგენლობაში მან მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 1999 წელს იჯარის წესით გადავიდა „ბარიში“, სადაც დაჰყო ორი სეზონი. 2001/02 წლების სეზონი გაატარა „კიევოში“.
2004 წელს „რომამ“ 7,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოახერხა პეროტას გუნდში გადმოყვანა.[1] რომას რიგებში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ მარჩელო ლიპიმ ის იტალიის ნაკრებში გამოიძახა და მსოფლიო ჩემპიონტაზე ითამაშა შვიდი მატჩი. მან დედაქალაქურ კლუბთან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2010 წლამდე.[2] 2009 წელს მან კვლავ გაახანგრძილვა კლუბთან კონტრაქტი. 2011 წელს გაფორმებული ახალი კონტრაქტით მისი ანაზღაურება შემცირდა.[3]
პეროტამ იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2002 წელს. ითამაშა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გაიტანა გოლი ბულგარეთის ნაკრების კარში. პეროტამ ასევე მიიღო მონაწილეობა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც შვიდივე მატჩში ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.