From Wikipedia, the free encyclopedia
სიგრამ ბილდინგი (ინგლ. Seagram Building - სიგრამის შენობა) — ცათამბჯენი ქ. ნიუ-იორკში, მდებარეობს 375 პარკ ავენიუზე, 52-ე და 53-ე ქუჩებს შორის მიდთაუნ მანჰეტენზე. შენობის პროექტი ეკუთვნის გერმანელ არქიტექტორს ლუდვიგ მის ვან დერ როეს, ამერიკელ ფილიპ ჯონსონთან თანამშრომლობით და დასრულდა 1958 წელს. 156,9 მეტრი სიმაღლის შენობას 38 სართული აქვს. ის გამოირჩევა როგორც ფუნქციონალისტური ესთეტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში და კორპორაციული მოდერნიზმის შედევრია. შენობა აიგო კანადური სპირტის გამომხდელი კომპანიის "ჯოზეფ სიგრამს ენდ სონს" შტაბ-ბინისთვის ფილის ლამბერტის, სემუელ ბრონფმანის (სიგრამის აღმასრულებელი დირექტორი) ქალიშვილის წინდახედულების წყალობით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.