From Wikipedia, the free encyclopedia
სეკვოიადენდრონი, ველინგტონია, მამონტის ხე (ლათ. Sequoiadendron giganteum) — მარადმწვანე წიწვოვანი ხე ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 100 მ-ზე მეტია, დიამეტრი — 10 მ-მდე, ღერო დაფარულია 40—60 სმ სისქის ქერქით (უდიდესი ხის მერქნის წონას 1000 ტ-მდე მიუღწევია). ერთსახლიანი მცენარეა, დატოტვილია, ლამაზი, დიდი ვარჯი და ტოტებზე ირგვლივ განწყობილი მოკლე წიწვები აქვს. ხნიერ ხეს ტანზე ქვედა ნაწილში ტოტები აღარ რჩება.
სეკვოიადენდრონი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Sequoiadendron giganteum | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | ||||||||||||||
|
ველურად იზრდება მხოლოდ კალიფორნიაში, სიერა-ნევადის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1500—2500 მ. მოშენებულია ევროპაში, ყირიმში, კავკასიაში, კერძოდ საქართველოში (უმთავრესად დასავლეთ საქართველოში. არის თბილისშიც, წინანდალსა და ახალდაბაში). სწრაფმზარდი ხეა. ცოცხლობს 1500, ზოგი მონაცემებით — 3–4 ათას წლამდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.