სევდიანი საყვირი
From Wikipedia, the free encyclopedia
სევდიანი საყვირი — ქართული მხატვრული ფილმი კინოსტუდია „ქართული ტელეფილმის“ მიერ გადაღებული 1982 წელს.
სიუჟეტი
ბავშვთა ინტერნატში ბიჭები განუყრელი მეგობრები არიან. ერთ-ერთს კეთილი ადამიანები იშვილებენ და ინტერნატიდან წაიყვანენ, მაგრამ ბიჭი ერთგულ მეგობართან განშორებას ვერ იტანს, ახალ ოჯახს მიატოვებს და ინტერნატს დაუბრუნდება.
ფილმის გადამღები ჯგუფი
- დამდგმელი რეჟისორი - დავით კობახიძე
- სცენარის ავტორი - დავით კობახიძე
- დამდგმელი ოპერატორი - ვიქტორ ანდრიევსკი
- დამდგმელი მხატვარი - ალექსანდრე ჯანშიევი
- კომპოზიტორი - ნოდარ მამაისაშვილი
- ხმის რეჟისორი - ნუცა შოშიტაშვილი
- მემონტაჟე - ნელი ქრისტესაშვილი
როლებში
- გიორგი გეგეჭკორი
- კარლო საკანდელიძე
- ნუგზარ სუჯაშვილი
- ლადო გაბაშვილი
- გიორგი ჭიჭინაძე
- ბონდო გოგინავა
რესურსები ინტერნეტში
- ქართული ფილმოგრაფია - სევდიანი საყვირი დაარქივებული 2013-11-11 საიტზე Wayback Machine.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.