From Wikipedia, the free encyclopedia
საჭმელი ხარისფაშვა (ლათ. Morchella esculenta) — ხარისფაშვას გვარის სოკო ხარისფაშვასებრთა ოჯახისა.
საჭმელი ხარისფაშვა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Morchella esculenta (L.) Fr., 1801 | |||||||||||||||
|
პირველად აღწერა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Phallus esculentus.[1] ამჟამინდელი სახელწოდება Morchella esculenta მიიღო შვედი მიკოლოგის, ელიას მაგნუს ფრისისგან 1801 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
სოკოს ქუდის სიმაღლე 3-10 სმ-ს აღწევს, სიგანე — 2-4 სმ; კვერცხისებრი ან ელიფსებრია, სიგრძივ და განივ ნაოჭიანი, შედეგად ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგისფერ-მურა ან მურა.
ფეხის სიგრძე — 3-7 სმ, სიგანე — 2-3 სმ, ძირისკენ გამსხვილებული, ფუყე, მოთეთრო ან მოყვითალო.
რბილობი ღია ფერის (მოთეთრო, მოთეთრო-მოკრემისფრო ან მოყვითალო-ჟანგმიწისფერი), ცვილისებრი, მყიფე, თხელი, სასიამოვნო გემოთი. მკვეთრად გამოხატული სუნი არ გააჩნია.
სპორები ელიფსურია, ზომით 18-24x10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენალური შრე, რომელიც შედგება 300-350x15-17 მკმ ზომის ჩანთებისაგან, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული.
პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე წვრილად უნდა დაიჭრას და გაითუთქოს მდუღარე წყალში 5-10 წუთის განმავლობაში, ხოლო წყალი გადაიღვაროს.[3]
საჭმელი ხარისფაშვა გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში — ევრაზიასა და (იაპონიის ჩათვლით) ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ავსტრალიასა და ტასმანიაში.
იზრდება ერთეულებად, იშვიათად ჯგუფებად, ნიადაგზე, ღია ადგილებში, ფოთლოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ასევე პარკებში, ზაფხულობით.
საჭმელი ხარისფაშვა წააგავს მის ნათესავ სოკოებს, კონუსურს ხარისფაშვასა და Morchella elata-ს. მათგან განხვავდება ზომით, ქუდის მომრგავალო ფორმითა და უჯრედების განლაგებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.