საძოვარი

From Wikipedia, the free encyclopedia

საძოვარი

საძოვარიმცენარეულით დაფარული მიწის სავარგული, სადაც ძოვს ცხოველი. განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ საძოვარს. ბუნებრივი საძოვრის მცენარეული საფარი უმთავრესად შედგება მრავალწლოვანი ველური მცენარეების, ზოგჯერ ლიქენების (ტუნდრა), ბუჩქ-ბალახისა და ბუჩქისაგან (ტუნდრა, ტრამალი, უდაბნო). ხელოვნური ანუ ნათესი საძოვარი წარმოქმნილია მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი პარკოსან-მარცვლოვანი ბალახთნარევის თესვით. საძოვრული შენახვისას სასოფლო-სამეურნეო ცხოველთაპროდუქტიულობა 25—40 %-ით მეტი, პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად მაღალი, ხოლო თვითღირებულება 20—30 %-ით ნაკლებია, ვიდრე ბაგური შენახვის დროს. საძოვარზე ცხოველებს მაშინ უშვებენ, როდესაც მცენარე ვეგეტაციის ადრეულ ფაზაშია და საყუათო ნოვთიერებებს უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს.

Thumb
საძოვარი

იხილეთ აგრეთვე

  • კულტურული საძოვარი

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.