From Wikipedia, the free encyclopedia
მათემატიკაში და ფიზიკაში საშუალო კვადრატული მნიშვნელობა არის ცვალებადი სიდიდის სტატისტიკური მახასიათებელი. ეს ცნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ცვლადი სიდიდეების დასახასითებლად, რომელთა მნიშვნელობა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, მაგალითად სინუსოიდალური რხევისთვის.
რაიმე დისკრეტული სიდიდის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა განიმარტება როგორც კვადრატული ფესვი ამ მნიშვნელობების კვადრატების საშუალო არითმეტიკულიდან. მნიშვნელობისათვის , საშუალო კვადრატული არის:
ანალოგიურ ფორმულას უწყვეტი ფუნქციისთვის რომელიც განსაზღვრულია რაიმე შუალედში არის
ხოლო უსასრულო ინტერვალზე უწყვეტი ფუნქციის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა არის
ფუნქცია | განტოლება | საშუალო კვადრატული |
---|---|---|
სინუსოიდალური ტალღა | ||
რაიმე ცვლადი სიდიდის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა ხშირად გამოიყენება ფიზიკაში.
სიმძლავრე , რომელიც გამოიყოფა რაიმე წინაღობაზე მარტივად გამოითვლება თუ დენის ძალა მუდმივია. ასეთ შემთხვევაში
თუ დენი დროში ცვლადი ფუნქციაა , მაშინ ეს ფორმულა განზოგადებას საჭიროებს. თუ დენი დროის პერიოდული ფუნქციაა მაშინ საშუალო სიმძლავრე გამოითვლება ფორმულით
(სადაც აღნიშნავს ფუნქციის საშუალოს) | |
(R მუდმივია დროში) | |
(საშუალო კვადრატულის განსაზღვრებიდან) |
ასე რომ საშუალო კვადრატული მნიშვნელობა რაიმე დენისა არის მუდმივი დენის ის მნიშვნელობა, რომელსაც იგივე საშუალო სიმძლავრე აქვს.
ტიპურ შემთხვევაში, როდესაც დენი არის სინუსოიდალური ფუნქცია, საშუალო სიმძლავრე მარტივად გამოითვლება ზემოთ მოყვანილი განტოლებებიდან. გვაქვს
სადაც t არის დრო, ხოლო ω არის კუთხური სიხშირე (ω = 2π/T, სადაც T არის ტალღის პერიოდი).
ვინაიდან არის დადებითი მუდმივი სიდიდე:
ტრიგონომეტრიული იგივობების გამოყენებით მივიღებთ:
მაგრამ ვინაიდან ინტეგრების ინტერვალი მოიცავს რხევის ციკლების მთელ რაოდენობას შემცველი წევრები გაბათილდება და გვექნება:
ფიზიკაში საშუალო კვადრატული სიჩქარე განიმარტება როგორც აირის მოლეკულების სიჩქარეების საშუალო კვადრატული მნიშვნელობა. თუ აირი აღიწერება მაქსველის განაწილებით, მაშინ გვაქვს:
სადაც არის აირის უნივერსალური მუდმივა (8.314 ჯ/(მოლ·კ)), არის აირის ტემპერატურა კელვინებში, ხოლო არის აირის მოლური მასა კილოგრამებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.