საქართველოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) შორის ურთიერთობები — მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობა მესამე ქვეყანასა და ზენაციონალურ ორგანიზაციას შორის.
დსთ |
საქართველო |
ისტორია
1993 წლის 3 დეკემბერს, სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა, რასაც წინ უძღოდა აფხაზეთის ომი და ედუარდ შევარდნაძის ფაქტობრივი იძულება.[1] 1993 წლის 9 დეკემბერს საქართველო შეუერთდა დსთ-ს წესდებას.[2]
საქართველომ დსთ-ის თავდაცვის მინისტრების ჯგუფი 2006 წლის 3 თებერვალს დატოვა, რადგანაც ამ ჯგუფის წევრობა არ იყო თავსებადი ნატოში გაწევრიანების სურვილთან.[3]
საქართველოს გამოსვლა დსთ-დან
2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ გააჟღერა დსთ-დან გასვლის სურვილი.[4] 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (117 ხმით) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.[5][6] დსთ-ს წესდების[7] მიხედვით (I თავის მე-9 მუხლი) წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს გამოვიდეს თანამეგობრობიდან. სახელმწიფო წერილობით აცნობებს წესდების დეპოზიტარს განზრახვის შესახებ გამოსვლამდე 12 თვით ადრე. ამავდროულად, ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშვა წესდებაში მონაწილეობის პერიოდში, ავალდებულებს შესაბამის სახელმწიფოებს მათ შესრულებას. [8] 2008 წლის 9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება თანამეგობრობაში საქართველოს წევრობის შეწყვეტის შესახებ 2009 წლის აგვისტოში. 2009 წლის 18 აგვისტოს საქართველომ დსთ ოფიციალურად დატოვა.[9][10][11]
იხილეთ აგრეთვე
- ევრაზიიზმი
- ნატო-საქართველოს ურთიერთობები
- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
- საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობები
- მოლდოვა-დსთ ურთიერთობები
- უკრაინა-დსთ-ს ურთიერთობები
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.