Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სასამართლო ხელისუფლება — ხელისუფლების მესამე შტო დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში, რომელსაც ევალება ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულება. სასამართლო ხელისუფლება ხასიათდება სამი ძირითადი ნიშნით: პირველი და ძირითადი ნიშანი არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. მართლმსაჯულების აღსრულება მოითხოვს სასამართლოს სრულ დაუინტერესებლობასა და მის გადაწყვეტილებებში სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტების ჩაურევლობას. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გარანტირებულია კონსტიტუციით. სასამართლო ხელისუფლების მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა კანონმდებლობის, მათ შორის, კონსტიტუციური ნორმების დაცვის განხორციელება. როგორც წესი, ქვეყნების უმრავლესობაში ამ ფუნქციას კონსტიტუციური სასამართლო ახორციელებს. დასასრულ, სასამართლო ხელისუფლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე ზედამხედველობა.
აღმასრულებელი ხელისუფლება. საქმოქალაქო განათლების ლექსიკონი. სპებ (2008).
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.