From Wikipedia, the free encyclopedia
სარწმუნოების სიმბოლო, მრწამსი — ქრისტიანობაში მოკლე, მაგრამ ზუსტი სიტყვით გადმოცემული სწავლება რწმენის უმთავრესი დებულებების შესახებ. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიები სარგებლობენ ნიკეის პირველ და კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებების დროს შემუშავებული ტექსტით, ამიტომაც ის „ნიკეა–კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოდაც“ მოიხსენიება. დასავლეთის კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები იყენებენ ე.წ. მოციქულთა სარწმუნოების სიმბოლოს. სარწმუნოების სიმბოლოს მიზანია ჩამოატყალიბოს სამების წევრთა თანასწორობის და თანაარსებობის კონცეფცია. ქართულ ენაში ეს სიმბოლო ცნობილია „მრწამსის“ სახელწოდებით.
ცნობილია სარწმუნოების სიმბოლოს ერთი რედაქცია, რომელიც იწოდებოდა ნინევიელთა სახელწოდებით. მასში საგანგებოდ იყო ყურადღება გამახვილებული ძე ღმერთის (ქრისტეს) თანასწორობის II თანატოლობის მოძღვრების შესახებ — მამა ღმერთთან.
ისტორიულად საწრმუნოების სიმბოლო კათაკმეველთა ანუ ახალმოქცეულთა მოსამზადებლად წარმოიშვა, რომლებიც ეკლესიის წევრობის, ნათლისღების საიდუმლოსათვის ემზადებოდნენ. იგი ყოველ მოსანათლს უნდა წაეკითხა და ამით თავისი რწმენა გამოეხატა. წევრებს, ანუ სიმბოლოს შემადგენელ ნაწილებს, ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდათ: ერთი მხრივ, გამოცხადების ჭეშმარიტებაზე მიუთითებდნენ, რომელიც მორწმუნეებს სარწმუნოების დოგმატად უნდა მიეღოთ, ხოლო მეორე მხრივ, იმ ერესებისაგან იცავდნენ, რომლის წინააღმდეგაც იყვნენ მიმართულნი.
„სიმბოლო“ ბერძნული სიტვაა და ქართულად ნიშნავ იმას, რაც „აერთიანებს, კრებს, აკავშირებს“. კერძოდ, სარწმუნოების სიმბოლო ყველა იმ ჭეშმარიტებას „შეიცავს“, რომლებიც, როგორც ეს ეკლესიამ იცის და სწამს, ქრისტეში ადამიანის ცხოვრების სრულყოფისათვის, ცოდვისა და სულიერი დაღუპვისაგან მისი გადარჩენისათვის აუცილებელია.
პირველ სამ საუკუნეში იერუსალიმის, ალექსანდრიის, კესარიის, ანტიოქიის, რომისა და აკვილიის ყველა მნიშვნელოვან ადგილობრივ ეკლესიას ნათლისღებისათვის სარწმუნოების საკუთარი სიმბოლო ჰქონდა. იყვნენ რა სულით ერთმანეთის მსგავსნი, როგორც ერთი და განუყოფელი სარწმუნოების გამომხატველნი, ერთმანეთისგან სიტყვათა წყობით განსხვავდებოდნენ; თითოეულს მხოლოდ ის თავისებურება ახასიათებდა, რომელიც ამა თუ იმ ცდომილების უარყოფას უკავშირდებოდა და იმ ადგილებში იყო გავრცელებული, სადაც ესა თუ ის სიმბოლო გამოიყენებოდა. ამჟამად ამ სიმბოლოთაგან შედარებით ცნობილი და ავტორიტეტული III ს-ის სწავლული ეპისკოპოსის წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის სიმბოლოა, რომელშიც ყოვლადწმიდა სამების სამივე პირის საკუთარ თვისებებსა და მათ სრულ თანასწორობაზე სწავლებაა გადმოცემული.
რთი სარწმუნოებრივი განსაზღვრების შედგენის საერთო საეკლესიო აუცილებლობა წარმოიშვა IV ს-ის დასაწყისში არიანელობასთან ბრძოლის პირობებში. ეს ამოცანა ნიკეის მსოფლიო კრებაზე (325) გადაწყდა, რომელმაც საკუთარი ოროსი - დოგმატური ხასიათის ეპისტოლე - გამოსცა. ამ ოროსში, რომელიც კესარიის ან იერუსალიმის ეკლესიების ძველი სანათლავი სიმბოლოები. საფუძველზე შედგა, ძისა და მამის ერთარსობის ფორმულირება შევიდა.
სარწმუნოების სიმბოლო, რომლითაც მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სარგებლობს, თავიდან „ნიკეის“ მრწამსის ერთ-ერთი გამოხატულება იყო (ნიკეის მრწამსის ამ გადმოცემის სპეციფიკურ დამუშავებაში მდგომარეობდა), რომელიც ანტიოქიურ-იერუსალიმური სანათლავი სიმბოლოების საფუძველზე 370 წლის შემდეგ შედგა. ხოლო ლიტურგიკული სიმბოლო მამებმა კონსტანტინეპოლის (მეფექალაქის) II მსოფლიო კრებაზე (381) დააზუსტეს და მიიღეს. ამგვარად, მის სახელწოდებად ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლო განმტკიცდა.
შემდგომ სარწმუნოების ეს სიმბოლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეკლესიაში გავრცელდა. ეფესოს საეკლესიო კრებამ თავისი მეშვიდე კანონით აკრძალა ახალი სიმბოლოების შექმნა.[1]
საეკლესიო ტრადიციით, ტექსტის უკეთ გასაგებად და განსამარტავად, მიღებულია მისი დაყოფა თორმეტ წევრად. ტექსტი სწორედ ამგვარი დაყოფითაა მოცემული:[2]
აღსანიშნავია, რომ მანამდე არსებულ სიმბოლოებს საფუძვლად ედო პატარა მრწამსის სახელწოდებით ცნობილი სიმბოლო, რომელიც 12 მუხლისაგან შედგებოდა და ქრისტეს თორმეტი მოციქულის მიერ იყო თვითოეულად თქმული:
„მრწამს ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი, ცათა და ქვეყანისა.“ | |
(ბოლო რედაქცია: მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ, ყოვლისა-მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთაჲ) |
„პონტოელ პილატეს ზე ივნო, ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაეფლა.“ | |
(ბოლო რედაქცია: და ჯუარს-ეცვა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე და ივნო, და დაეფლა) |
„ჯოჯოხეთად შთახდა და აღდგა მესამესა დღესა მკვდრეთით.“ | |
(ბოლო რედაქცია: და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა) |
„ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა.“ | |
(ბოლო რედაქცია: და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა) |
„მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა.“ | |
(ბოლო რედაქცია: და კუალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ) |
„და ზიარება წმიდათა თანა.“ |
„მოტევება ცოდვათა.“ | |
(ბოლო რედაქცია: აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა) |
„აღდგომა ხორცითა.“ | |
(ბოლო რედაქცია: მოველი აღდგომასა მკუდრეთით) |
„ცხოვრება საუკუნო ამინ.“ | |
(ბოლო რედაქცია: და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.