From Wikipedia, the free encyclopedia
სან-სალვადორი (ინგლ. San Salvador Island), აგრეთვე ცნობილი როგორც უოტლინგი — კუნძული და რაიონი ბაჰამის კუნძულების შემადგენლობაში. მიჩნეულია, რომ პირველი ექსპედიციის დროს ახალ მსოფლიოში, ქრისტეფორე კოლუმბი პირველად სწორედ სან-სალვადორზე გადავიდა 1492 წლის 12 ოქტომბერს; მანვე უწოდა სახელი სან-სალვადორიც. ჩანაწერებში კოლუმბი მიუთითებს, რომ ადგილობრივი ლუკაიანის ხალხი, რომლებიც კუნძულს გუანაჰანის უწოდებდნენ, საკმაოდ „მშვიდნი და გულკეთილნი“ იყვნენ.[2][3][4]
მშობ. სახელი: San Salvador Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 24°06′ ჩ. გ. 74°29′ დ. გ. |
ფართობი | 163 კმ² (2) |
სიგრძე | 21 კმ |
სიგანე | 8 კმ |
ბაჰამის კუნძულები | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 930[1] (2010) |
სიმჭიდროვე | 5,71 /კმ² |
XVII საუკუნეში, კუნძულზე დასახლდა ინგლისელი კოლონისტი ჯონ უოტლინგი, რომელმაც კუნძულს საკუთარი სახელი უწოდა, რაც 1925 წელს მას ოფიციალურადაც დაერქვა. ამ დროს სახელწოდება „სან-სალვადორი“ გადაეცა სხვა კუნძულს, რომელსაც შემდეგ კეტი ეწოდა.
ქვიშიანი პლაჟების წყალობით დღეისათვის კუნძულზე ყვავის ტურიზმის ინდუსტრია. მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია კოკბარნ-ტაუნი, სადაც 1 000 ადამიანი ცხოვრობს.
კუნძულს ემსახურება სან-სალვადორის საერთაშორისო აეროპორტი.
1996 წელს კუნძულს თავს დაატყდა ქარიშხალი ლილი,[5] 1999 წელს ქარიშხალი ფლოიდი, რომელთაც სან-სალვადორს სერიოზული ზიანი მიაყენეს.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.