From Wikipedia, the free encyclopedia
სანდრა დეი ო’კონორი (დ. 26 მარტი, 1930; ინგლ. Sandra Day O'Connor – გ. 1 დეკემბერი, 2023)[1] — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. დანიშნა 1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, თანამდებობა დატოვა 2006 წელს. იყო უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი მოსამართლე.[2]
უზენაეს სასამართლოში დანიშვნამდე ო’კონორი იყო მოსამართლე და ოფიციალური პირი არიზონას შტატში, იყო არიზონას შტატის სენატის უმრავლესობის პირველი ქალი ლიდერი.[3] სასამართლოში მის დანიშვნას აშშ-ის სენატმა ერთპიროვნულად დაუჭირა მხარი. 2005 წლის 1 ივლისს განაცხადა, რომ გადადგებოდა, როგორც კი მის მემკვიდრეს დანიშავდნენ.[4] 2005 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ჯორჯ უოკერ ბუშმა მისი მემკვიდრეობის კანდიდატად სამუელ ალიტო წარადგინა, რომელიც მოსამართლე 2006 წლის 31 იანვარს გახდა.
ო’კონორი ზომიერი რესპუბლიკელი იყო და ყოველ საქმეს ფრთხილად უდგებოდა, რათა განმაცვიფრებელი პრეცედენტები არ შეექმნა. ძირითადად მხარს უჭერდა სასამართლოს კონსერვატიულ ბლოკს და იყო გადამწყვეტი ხმა ბევრ საქმეში.
სასამართლოში ყოფნისას, ზოგიერთი გამოცემა მას მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რიგში აყენებდა.[5][6] 2009 წლის 12 აგვისტოს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიანიჭა.
დაიბადა ტეხასის ქალაქ ელ პასოში, რანჩერ ჰარი ალფრედ რეისა და ადა მაის ოჯახში.[7] მათი რანჩოზე არ იყო წყალ ან ელექტრომომარაგება, სანამ სანდრა 7 წლის გახდებოდა. ნადირობა ადრეულ ასაკშივე ისწავლა, ისროდა 22-კალიბრიანი თოფიდან. მანქანის მართვის ტარების სწავლა დაიწყო მას შემდეგ, რაც სავარძლიდან საქარე მინის დანახვა შეეძლო. აგრეთვე თავად ისწავლა საბურავების გამოცვლა.[8] ჰყავდა და-ძმა, მასზე ათი და რვა წლით უმცროსი. მისი და, ანა დეი, არიზონას შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო.
1946 წელს ო’კონორმა დაამთავრა ოსტინის სკოლა. 1950 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, სტენფორდის უნივერსიტეტში.[9] 1952 წელს იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იყო სტენფორდის იურიდიული ფაკულტეტის გაზეთის მთავარი რედაქტორი. უნივერსიტეტშივე მცირე ხნის განმავლობაში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარესთან, უილიამ რენქუისტთან.[10]
1952 წლის 20 დეკემბერს, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრებიდან ექვსი თვის შემდეგ დაქორწინდა ჯეი ო’კონორზე, რომელსაც სტენფორდშივე შეხვდა. მათ სამი შვილი ეყოლათ: სკოტი (დ. 1958), ბრაიანი (დ. 1960) და ჯეი (დ. 1962). ბრაიანის დაბადების შემდეგ ო’კონორმა იურიდიული პრაქტიკა ხუთი წლით შეაჩერა.[11]
1965-69 წლებში იყო არიზონას გენერალური პროკურორის ასისტენტი, 1969 წელს არიზონას გუბერნატორმა იგი არიზონას სენატში ვაკანტურ ადგილზე დანიშნა. შემდეგ წელს ო’კონორმა არჩევნებშიც გაიმარჯვა. 1973 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც არიზონას თუ ნებისმიერი სხვა შტატის სენატის უმრავლესობის ლიდერის იყო. შეიქმნა რეპუტაცია, როგორც დახელოვნებულმა მომლაპარაკებელმა და ზომიერმა პოლიტიკოსმა. ორი ვადის შემდეგ, გადაწყვიტა სენატის დატოვება.[12][13]
1974 წელს ო’კონორი აირჩიეს მარიკოპას რაინის უზენაეს სასამართლოში, სადაც ის 1975-79 წლებში მოღვაწოებდა.[14] 1979 წელს არიზონას შტატის სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც 1981 წლამდე იმუშავა, სანამ რონალდ რეიგანი მას უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატადად დაასახელებდა.[15]
აშშ-ის სენატმა ო’კონორი ერთხმად დაამტკიცა. უზენაეს სასამართლოში პოსტის დატოვება თავად გადაწყვიტა და მემკვიდრის დანიშვნის შემდეგ პენსიაზე გავიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.