From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ინგლ. Association of Southeast Asian Nations; ASEAN) — პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაცია. მისი წევრია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 4,464 ათასი კმ², მოსახლეობა — 611 მილიონი. ასოციაციის შექმნას 1967 წლის ბანგკოკის ხელშეკრულებით საფუძველი ჩაუყარეს ინდონეზიამ, მალაიზიამ, ფილიპინებმა, სინგაპურმა და ტაილანდმა. 1984 წელს მათ შეუერთდათ ბრუნეი, 1995 წელს ვიეტნამი, 1997 წელს მიანმარი და ლაოსი, ხოლო 1999 წელს ამ ორგანიზაციის წევრი გახდა კამბოჯა. 1984 წლიდან მოყოლებული პაპუა ახალ გვინეას გააჩნია დამკვირვებლის სტატუსი, დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს ასევე აღმოსავლეთ ტიმორი, რომელმაც 2006 წელს წევრობაზე შეიტანა მოთხოვნა. 2009 წლის სექტემბერში წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ ეკონომიკური სივრცე, ევროკავშირის მაგალითის მიხედვით, ორგანიზაციის შემადგენლობაში დაქვემდებარებული ორგანიზაციებიც, როგორიცაა რეგიონული ფორუმი უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაოდ (ARF), თავისუფალი ვაჭრობის ზონა (AFTA) ვაჭრობის გასაძლიერებლად, ასეანის საინვეტიციო არეალი (AIA), შიდა და რეგიონსგარე ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფისთვის. ასეანის წევრი სახელმწიფოები მართავენ ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც ტარდება მინისტერიალის სახით, სადაც განიხილება მომავალი წლის უპირატესობები. ასეანის ბოლო ყოველწლირი კონფერენცია გაიმართა 2014 წლის მაისის დასაწყისში მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში. ასენის დიალოგ პარტნიორები არიან ავსტრალია, ჩინეთი, ევროკავშირი, აშშ, ახალი ზელანდია, რუსეთი, იაპონია, კანადა და სამხრეთ კორეა. ასეანს 1997 წელს ჩაუვარდა მოლაპარაკება ასენი+სამი ფორმატის ჩამოყალიბებაზე რაც, გულისხმობდა ჩინეთის, სამხრეთ კორეის და იაპონიის მიერ ასეანთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას, ჩაშლის მიზეზი კი გახდა ასენაის ქვეყნების შედარებითი ჩამორჩენილობა და სამხრეთი კორეა იაპონიასთან და ჩინეთის განსხვავებული სამომავლო გეგმები. ასოციაციის 10 ქვეყნიდან 6 რესპუბლიკური მმართველობისაა, ოთხი კი მონარქიული ქვეყანაა, მათ შორის ბრუნეი აბსოლუტური მონარქიაა.
ქვეყანა | მოსახლეობა მლნ | ფართობი 1000 კვ/კმ | მშპ - მლრდ $ | მშპ ერთ მოსახლეზე |
---|---|---|---|---|
ინდონეზია | 244,47 | 1,904,569 | 1,216,738 | 3592 |
მალაიზია | 29,46 | 329,758 | 498,477 | 10304 |
ფილიპინები | 95,80 | 299,764 | 424,355 | 2614 |
ვიეტნამი | 90,39 | 331,698 | 320,677 | 1528 |
ტაილანდი | 64,38 | 513,115 | 651,856 | 5678 |
მიანმარი | 63,67 | 678,500 | 89,461 | 835 |
ლაოსი | 6,38 | 236,800 | 19,200 | 1446 |
კამბოჯა | 15,25 | 181,040 | 36,645 | 934 |
ბრუნეი | 0,40 | 5,765 | 21,687 | 41703 |
სინგაპური | 5,41 | 0,712 | 326,506 | 51162 |
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია Association of Southeast Asian Nations | |
---|---|
აბრევიატურა | ASEAN |
შეიქმნა | 8 აგვისტო, 1967 |
ტიპი | intergovernmental organization, გეოპოლიტიკური საზოგადოება, regional organization და კონფედერაცია |
ემსახურება რეგიონს | სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია |
წევრები | 10 |
ენა | ინგლისური |
გენერალური მდივანი | ლე ლიოუნგ მინი |
დამფუძნებელი (-ები) | ინდონეზია, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, ტაივანი, მიანმარი, ლაოსი, ბრუნეი, კამბოჯა, ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთი კორეა, იაპონია, ინდოეთი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, ნეპალი, ბჰუტანი, პაკისტანი და ავღანეთი |
მისამართი | 70A Jalan Sisingamangaraja, Jakarta 12110 |
ტელეფონი | +62-21-7262991[1] და +62-21-7243372[1] |
https://asean.org |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.