სამხრეთარაბული დამწერლობა — არაბეთის სამხრეთ ნაწილში (დღევანდელი იემენი), განსაკუთყებით კი ისტორიულ საბას სამეფოში ძვ. წ. VIII საუკუნიდან VI საუკუნემდე გამოყენებული კონსონანტური ანბანი. შეიცავს 29 ნიშანს. ნიშნები განსხვავებულია სხვა კონსონანტური დამწერლობების ასოთა მოხაზულობისაგან. წარმოიშვა ფინიკიური ანბანისაგან და საფუძველი დაუდო ეთიოპიურს. სამხრეთ არაბული დამწერლობით ძველი სამხრეთარაბული ენა ჩაიწერებოდა. ასოთა მოხაზულობა სიმეტრიული და დაბალანსებულია. სიტყვები ერთმანეთისაგან ვერტიკალური ხაზით გამოიყოფა, ხოლო რიცხვების აღმნიშვნელი ნიშნები ჩასმულია ფრჩხილებში. სამხრეთარაბული წარწერები ძირითადად გვხვდება შენობების ფასადებზე, სვეტებზე, ასოთა სიმეტრიული და თანაბარი მოხაზულობა ტექსტს დამატებით ვიზუალურ ეფექტს აძლევს. გვხვდება ასევე ხეზე შესრულებული სამხრეთარაბული წარწერები.
სამხრეთარაბული დამწერლობა ახლოს არაა თანამედროვე არაბულ დამწერლობასთან და პირდაპირი კავშირი არ აქვს მასთან.
სამხრეთ არაბეთში წერის კულტურის პირველ საფეხურზე ტექსტები ბუსტროფედონის წესით იწერებოდა, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველი ხაზი მარჯვნიდან მარცხნივაა შესრულებული, ხოლო მეორე პირიქით, მარცხნიდან მარჯვნივ და ა. შ. მხოლოდ უფრო გვიან შეიქმნა წერის ზოგადი წესი: ყველა ტექსტი მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით სრულდებოდა.
უკანასკნელი აღმოჩენილი სამხრეთარაბული წარწერა 559 წლით თარიღდება. მას შემდეგ, რაც იემენმა VII საუკუნის დასაწყისიდან ისლამი მიიღო, სამხრეთარაბული შრიფტი სწრაფად შეცვალა არაბულმა დამწერლობამ.
ნიშნები
ქვემოთ მოცემულია ძველი სამხრეთარაბული კონსონანტური ანბანის ნიშნები:
ლიტერატურა
- Stein, Peter (2005). „The Ancient South Arabian Minuscule Inscriptions on Wood: A New Genre of Pre-Islamic Epigraphy“. Jaarbericht van het Vooraziatisch-Egyptisch Genootschap "Ex Oriente Lux". 39: 181–199. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - Stein, Peter (2010). Die altsüdarabischen Minuskelinschriften auf Holzstäbchen aus der Bayerischen Staatsbibliothek in München.
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.