From Wikipedia, the free encyclopedia
სამეფო ბრძოლა (ინგლ. Battle Royal) — მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაშის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც თავის თავში აერთიანებს გადარჩენის სიმულატორის ელემენტებს last man standing გეიმპლეით.
ჟანრის განსაკუთრებულ მახასიათებელს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული კუმშვადი „უსაფრხთო ზონა“ — რაც უფრო დიდხანს გრძელდება მატჩი, მით უფრო ნაკლები სივრცე რჩება მოთამაშისთვის ხელმისაწვდომი.[1] ჟანრის დასახელება მომდინარეობს 2000 წლის იაპონური ფილმიდან „სამეფო ბრძოლა“, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია იაპონელი მწერლის, ტაკამი კოშიუნის იმავე სახელწოდების რომანზე.[2][3]
„სამეფო ბრძოლის“ ჟანრს საფუძველი მასშტაბური ონლაინ-თამაშების, „ARMA 2“ და Minecraft-ის მოდების სახით ჩაეყარა, ხოლო თამაშებმა როგორებიცაა „PlayerUnknown's Battlegrounds“ (2017), „Fortnite Battle Royale“ (2017), „Apex Legends (2019) და „Call of Duty: Warzone“ (2020) ათწლეულის მიწურულს ჟანრის კულტურულ ფენომენად ჩამოყალიბება განაპირობა. გამოსვლიდან ერთ თვეში თითოეულ მათგანს ჰყავდა ათ მილიონამდე მოთამაშე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.