სავენახო — ქართული პოეტური ფოლკლორის სახეობა, მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული უძველესი ლექს-სიმღერები. სრულდებოდა როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. სპეციფიკურია დასავლეთ საქართველოს სავენახო ლექს-სიმღერები, რომლებიც ზოგიერთ კუთხეში „აგიდელას“ სახელწოდებით იყო ცნობილი, უმთავრესად ნადური შრომის დროს სრულდებოდა და მოიცავდა დრამატულ-თეატრალურ პლასტებს. სავენახოს პოეტური ტექსტი ძირითადად გარითმულია, იშვიათად ურითმოც გვხვდება.
- ოქროშიძე თ., ქართული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963;
- ჭელიძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 641, თბ., 1984
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.