From Wikipedia, the free encyclopedia
სადუნ შერბარქოს ძე მანკაბერდელი — საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, მონღოლთა მფარველობით დაწინაურებული მედროვე, წარმოშობით ქურთი, ავაგ ათაბაგის ყმა აზნაური. სადუნ მანკაბერდელმა ჰულაგუ-ხანის (1256-1265) ყურადღება მიიქცია როგორც კარგმა მოჭიდავემ და ენების მცოდნემ. 1262 წელს ჰულაგუ-ხანთან გამოძახებული დავით VII ულუს გასამართლების დროს თარჯიმნობდა და ცდილობდა მეფისა და სარგის ჯაყელის მიმართ ყაენის რისხვა შეენელებინა. მადლიერმა მეფემ სადუნ მანკაბერდელი ეჯიბად და თავისი გერის (გვანცასი და ათაბაგის შვილის) ხვაშაქის მეურვედ დანიშნა.
სადუნ მანკაბერდელმა ხვაშაქის მეუღლის აბაღა-ხანის (1265-1282) დიდი ვეზირი საჰიბ დივანი ხოჯა შამსედინ ჯუვეინის მეოხებით საქართველოს სამეფო კარზე დიდ გავლენას მიაღწია. 1278 წელს დემეტრე II-მ მონღოლების კარნახით მას ათაბაგობა უბოძა, აბაღა-ხანმა კი „საქართველოს ლაშქრობის საქმე და განგება“. ანგარებით, გაიძვერობითა და მექრთამეობით სადუნ მანკაბერდელმა დიდძალი ქონება შეიძინა. დემეტრე II-ს გამოსტყუა ქალაქები თელავი, ბელაქანი, დმანისი, კარი მიმდებარე მხარეებით. მამულები ჰქონდა საქართველოს სომხურ თემებშიც. ჰყავდა 3 ცოლი, რისთვისაც ეკლესიამ შეაჩვენა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.