From Wikipedia, the free encyclopedia
საგუნტო (ესპ. Sagunto, კატ. Sagunt) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში, შედის ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ვალენსიის პროვინციის კამპო-დე-მორვედრეს კომარკის შემადგენლობაში. ფართობი — 132 კმ². მოსახლეობა — 67 173 კაცი (2020 წ.).
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
საგუნტო კატ. Sagunt კატ. Morvedre (Historical) | |||||
| |||||
ქვეყანა | ესპანეთი | ||||
ავტონომიური გაერთიანება | ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება | ||||
პროვინცია | ვალენსიის პროვინცია | ||||
კომარკა | კამპო-დე-მორვედრეს კომარკა | ||||
კოორდინატები | 39°40′48″ ჩ. გ. 0°16′42″ დ. გ. | ||||
მმართველი | Darío Moreno Lerga | ||||
ფართობი | 132 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 49±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | კატალანური ენა | ||||
მოსახლეობა | 70 128 (2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 46500 და 46520 | ||||
საავტომობილო კოდი | V | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.sagunt.es | ||||
მდებარეობს ძველი იბერიული და რომაული ქალაქის საგუნტუმის ადგილზე. ძვ. წ. 219 წლის საგუნტუმის ალყა რომის რესპუბლიკასა და კართაგენს შორის მეორე პუნიკური ომის დაწყების საბაბი გახდა.
ძვ. წ. III საუკუნეში საგუნტო იყო რომის რესპუბლიკის მოკავშირე კართაგენთან ბრძოლაში. ძვ. წ. 219 წელს რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ მეორე პუნიკური ომის დაწყებამდე ჰანიბალმა აიღო ქალაქი, დახოცა მისი ყველა მაცხოვრებელი და გადაწვა. ძვ. წ. 211 წელს სციპიონმა (შემდეგში აფრიკელად წოდებულმა) ქალაქი აღადგინა.
711 წელს ქალაქი ამჯერად არაბებმა გაანადგურეს.
XII საუკუნეში რეკონკისტის დროს მავრებმა დაკარგეს არაგონის სასარგებლოდ.
1361 წელს ქალაქში კასტილიის მეფე პედრო I მრისხანემ და არაგონის მეფე პედრო IV-მ საგუნტოში ხელი მოწერეს შეთანხმებას, რომლის რატიფიცირება არასოდეს მომხდარა შემდეგი აზრთა სხვადასხვაობის გამო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.