რუსუდან გვასალია (დ. 27 სექტემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი.

ბიოგრაფია

1969 წელს რუსუდან გვასალიამ დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო ათწლედი. ჯერ კიდევ მოსწავლემ 1969 წელს გაიმარჯვა ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსში და I პრემია მოიპოვა. 1970-1974 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, 1975–1977 წლებში — ასპირანტურაში, პედაგოგი: ვ. კლიმოვი. 1979 წლიდან იყო პროფესორ ვ. კლიმოვის ასისტენტი. 1973 წელს რუსუდან გვასალიამ მოიგო მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, 1974 წელს კი გახდა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 1979 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. მუსიკოსი 1975 წლიდან იყო „მოსკონცერტის“ სოლისტი. გასტროლებით მოვლილი აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა. ამავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის კონსერვატორიაში. 1987 წლიდან რუსუდან გვასალია, როგორც პედაგოგი მოღვაწეობს ხელოვანთა საერთაშორისო კურსებზე. 1990 წლიდან ის არის ქალაქ მინცის უნივერსიტეტის პროფესორი. ამ ქალაქში მან დააარსა ქალთა კამერული ორკესტრი, რომელიც ქალთა ერთადერთი ორკესტრია გერმანიაში. ქალბატონი რუსუდანი თავადვეა ორკესტრის დირიჟორი, სოლისტი და კონცერტმაისტერი. რუსუდან გვასალიას დაკვრა გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო კულტურით, ინტერპრეტაციის სიღრმითა და არტისტიზმით. მის რეპერტუარშია: ს. ცინცაძე – „პოემა“; კ. შიმანოვსკი — „სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის“; ფ. კრეისლერი — „რეჩიტატივი და სკერცო სოლო ვიოლინოსათვის“; ა. ზარჟიცკი „მაზურკა“, აგრეთვე, ვენის კლასიკოსები, რომანტიკოსები და სხვა.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.  გვ. 605.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015. გვ. 108

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.