რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური (რუსეთის ფსბ; რუს. Федеральная служба безопасности Российской Федерации (ФСБ)) — რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანო, სპეცსამსახური, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტას[1].
უშიშროების ფედერალურ სამსახურს უფლება აქვს აწარმოოს წინასასამართლო გამოძიება და წინასწარი მოკვლევა, ოპერატიულ-საგამოძიებო და სადაზვერვო საქმიანობა. რუსეთის ფსბ-ში გათვალისწინებულია სამხედრო, სამართალდამცავი და სამოქალაქო სახელმწიფო სამსახური. განეკუთვნება იმ გასამხედროებული ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იქონიონ საბრძოლო, მექანიკური, ცეცხლსასროლი და სხვა სახის იარაღი[2].
რუსეთის ფსბ-ს საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ისტორია
1995 წლის 3 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს „რუსეთის ფედერაციაში უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 10 აპრილს, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობათა კრებულში მისი ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან[3]. ახალი კანონის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის კონტრდაზვერვის ფედერალურ სამსახური სახელი შეეცვალა და გახდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური, ამასთან, არ განხორციელებულა საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებები, სამსახურის თანამშრომლები (დირექტორისა და მისი მოადგილის ჩათვლით) დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე ხელახლა დანიშვნის და ატესტაციის გარეშე. 1995 წლის 23 ივნისს, შესაბამისი ცვლილებები „უკანა რიცხვით“ შეტანილ იქნა აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების სტრუქტურაში[4]. ამავე ბრძანებით დამტკიცებულ იქნა სამსახურისა და მისი ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და საქმიანობის წესი, რომელიც იმეორებდა კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის სტრუქტურას, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (ხელახლა შეიქმნა საგამოძიებო სამმართველო, გამოჩნდა ახალი სტრუქტურული ერთეული - სპეციალური ოპერაციების სამმართველო, ხოლო სამდივნო გარდაიქმნა საქმეთა სამმართველოდ).
„რუსეთის ფედერაციის უშიშროების ორგანოების მუშაკის დღის დაწესების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის № 1280 ბრძანებულებით, 1995 წლის 20 დეკემბრიდან, დაწესდა პროფესიული დღესასწაული - რუსეთის ფედერაციის უშიშროების ორგანოების მუშაკის დღე, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 20 დეკემბერს. სწორედ, 1917 წლის 20 დეკემბერს დაარსდა რუსეთის პირველი სპეცსამსახური - კონტრრევოლუციასთან და საბოტაჟთან ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია, იგივე ჩეკა (ВЧК).
1997 წლის მაისში, განხორციელდა ფსბ-ის ცენტრალური აპარატის დიდი რეორგანიზაცია. კერძოდ, სამმართველოთა ოდენობა 22-დან 5-მდე შემცირდა, ხოლო დანარჩენი სამმართველოები 5 დეპარტამენტში გადაანაწილეს.
2003 წლის 11 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს, საკუთარი ბრძანებულებით, გადასცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ფუნქციები სრულად, ხოლო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამთავრობო კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ფედერალური სააგენტოს ფუნქციები ნაწილობრივ.
2004 წლის ივლისში განხორციელდა ფსბ-ს ცენტრალური აპარატის მომდევნო მასშტაბური რეორგანიზაცია. კერძოდ, დეპარტამენტებთან ერთად, შეიქმნა უშიშროების ფედერალური სამსახურის სამსახურები, ხოლო დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა 12-დან შემცირდა 4-მდე, საიდანაც ორი პირველი მოადგილეა.
საქმიანობის მიმართულებები
„რუსეთის ფედერაციაში უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოების შესახებ“ 1995 წლის 3 აპრილის ფედერალური კანონის(№ 40-ФЗ) მე-8 მუხლის თანახმად, რუსეთის ფსბ-ს ორგანოების საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- კონტრდაზვერვითი საქმიანობა;
- ტერორიზმთან ბრძოლა;
- განსაკუთრებით საშიში ფორმის დანაშაულებთან ბრძოლა;
- სადაზვერვო საქმიანობა;
- სასაზღვრო საქმიანობა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ბრძოლა კორუფციასთან;
რუსეთის ფსბ-ს ორგანოების საქმიანობის სხვა მიმართულებები, განისაზღვრება ფედერალური კანონმდებლობით.
რუსეთის ფსბ-ს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „რუსეთის ფედერაციაში უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოების შესახებ“ 1995 წლის 3 აპრილის ფედერალური კანონის (№ 40-ФЗ) მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.
რუსეთის ფსბ-ს ორგანოების სტრუქტურა
რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოებს განეკუთვნება:
- ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის აპარატი (НАК);
- კონტრდაზვერვის სამსახური (СКР):
- სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (ДВК);
- კონტრდაზვერვითი ოპერაციების დეპარტამენტი (ДКРО);
- კონტრდაზვერვითი საქმიანობის კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველო (УКАКРД),
- ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო (УИООРД),
- სპეციალური ღონისძიებების სამმართველო (УСМ);
- ფსბ-ს ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი (ЦИБ);
- კონსტიტუციური წყობილების დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამსახური (მე-2 სამსახური)[5]:
- ტერორიზმთან და პოლიტიკურ ექსტრემიზმთან ბრძოლის სამმართველო (УПТПЭ),
- საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო (УБМТ),
- საორგანიზაციო-ოპერატიული სამმართველო,
- ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო (ОРУ),
- ფსბ-ს სპეციალური დანიშნულების ცენტრი (ЦСН):
- სამმართველო ,,ა" (,,ალფა")
- სამმართველო ,,В" (,,ვიმპელ")
- სამმართველო „С“ (სპეციალური ოპერაციების სამმართველო - УСО);
- სამმართველო „К“ (Кавказ (კავკასია), წინათ — სპეციალური დანიშნულების სამსახური ქალაქ ესენტუკში (СН));
- ფსბ-ს სპეციალური დანიშნულების ცენტრის „СН“ 2-ე სამსახური (ყირიმი);
- შეიარაღების სამსახური (СВ).
- ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახური (СЭБ):
- საწარმოების („П“), ტრანსპორტის („Т“), საკრედიტო-საფინანსო სისტემების („К“), რუსეთის შსს-ს, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს („М“), კონტრაბანდასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის („Н“) კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის სამმართველო;
- ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახური (СОИМС);
- საორგანიზაციო-საკადრო სამუშაოების სამსახური (СОКР);
- საქმიანობის უზრუნველყოფის სამსახური (СОД);
- საკუთარი უსაფრთხოების სამმართველო (УСБ);
- სასაზღვრო სამსახურო (ПС):
- სასაზღვრო ორგანოები:
- ფსბ-ს რეგიონული სასაზღვრო სამმართველოები, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სასაზღვრო სამმართველოები (მიმართულებების მიხედვით), ფსბ-ს სასაზღვრო კონტროლის სამსახური, და ა.შ.,
- სახელმწიფო საზღვრის დაცვის დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები), მობილური მოქმედების დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები), გამოძებისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები), ოპერატიული დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები) და ა.შ.,
- სანაპირო დაცვის დანაყოფები (განყოფილებები, ჯგუფები), რუსეთის ფსბ-ს საზღვაო ბიოლოგიური რესურსების დაცვის ორგანოების სახელმწიფო საზღვაო ინსპექციები და ა.შ.;
- სასაზღვრო ორგანოები:
- სამეცნიერო-ტექნიკური სამსახური (НТС);
- საკონტროლო სამსახური (КС);
- საგამოძიებო სამმართველო (СУ);
- რეგისტრაციისა და სარქივო ფონდების სამმართველო (УРАФ);
- სამმართველოები, ცენტრები, ქვედანაყოფები:
- ფსბ-ს სამმართველოები (დანაყოფები) ცალკეული რეგიონული და ფედერაციის სუბიექტების მიხედვით (უსაფრთხოების ტერიტორიული ორგანოები),
- ფსბ-ს სხვა სამმართველოები (დანაყობეფი), რომლებიც მოცემული ორგანოს ცალკეულ უფლბამოსილებებს ახორციელებენ ან ფსბ-ს ორგანოების საქმიანობას უზრუნველყოფენ (უსაფრთხოების სხვა ორგანოები),
- საავიაციო, სარკინიგზო, საავტომობილო ფორმირებები, სპეციალური მომზადების ცენტრები, სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, საწარმოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სანატორიუმები და სხვა დაწესებულებები ან ქვედანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფსბ-ს საქმიანობას.
მსგავსი სპეცსამსახურები
- — გამოძიების ფედერალური ბიურო
- — შაბაკი
- — უკრაინის უსაფრთხოების სამსახური
- — ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი
- — ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი
რესურსები ინტერნეტში
- რუსეთის ფსბ-ს სტრუქტურა საიტზე Agentura.Ru.
- როგორ იზრდება რუსული სპეცსამსახურების ბიუჯეტი დაარქივებული 2015-08-16 საიტზე Wayback Machine. // Agentura.Ru.
- ფსბ-ს ანგარიშო, 2011 წელს და მედვედევის კრიტიკა დაარქივებული 2012-04-25 საიტზე Wayback Machine. // Agentura.Ru.
- რუსეთის ფსბ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. საიტზე Razvedinfo.ru.
- ისტორიული ცნობა (1998 год) საიტზე politika.su.
- ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სიმბოლიკა. ნიშნები, ჯილდოები, სამახსოვრო მედლები.
- Условия правомерности применения оружия и специальных средств сотрудниками органов ФСБ[მკვდარი ბმული]
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.