მარკ რუბინშტეინი

საბჭოთა გეოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia

მარკ რუბინშტეინი

მარკ მიხეილის ძე რუბინშტეინი (დ. 26 ნოემბერი [ძვ. სტ. 13 ნოემბერი], 1915, თბილისი, საქართველო, — გ. 29 ივნისი, 1978, იქვე]) — საბჭოთა გეოლოგი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974), გეოლოგიის მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). სკკპ წევრი 1944-იდან. 1938 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1945-იდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1954-1955 ხელმძღვანელობდა პეტროგრაფიის განყოფილებას, 1955-იდან — ქანების აბსოლუტური ასაკის ლაბორატორიას. 1969-1976 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1944–1954) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1954-იდან).

სწრაფი ფაქტები მარკ რუბინშტეინი, დაბ. თარიღი ...
დახურვა

რუბინშტეინის შრომები ძირითადად შეეხება აბსოლუტური გეოქრონოლოგიის, სეისმოტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიის საკითხებს. საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1973). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლით.

ლიტერატურა

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.