From Wikipedia, the free encyclopedia
როზალა იტალიელი (იტალ. Rozala di Italia, ფრანგ. Rozala de Italie; დ. 937 — გ. 13 თებერვალი, 1003), აგრეთვე ცნობილია როგორც როზალა ლომბარდიელი და სიუზენა იტალიელი — ივრეას დინასტიის წარმომადგენელი. იტალიის მეფე ბერენგარ II-ის ქალიშვილი. ფლანდრიის გრაფინია 968-987 წლებში როგორც არნულფ II-ის მეუღლე და ფლანდრიის რეგენტი 987-995 წლებში. საფრანგეთის დედოფალი 996 წელს როგორც რობერ II-ის პირველი მეუღლე.
როზალა იტალიელი | |
---|---|
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 996 |
მმართ. დასასრული: | 996 |
წინამორბედი: | ადელაიდა აკვიტანიელი |
მემკვიდრე: | ბერთა ბურგუნდიელი |
ფლანდრიის გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 968 |
მმართ. დასასრული: | 987 |
წინამორბედი: | ადელ ვერმანდუა |
მემკვიდრე: | ოგივ ლუქსემბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 937 |
გარდ. თარიღი: | 13 თებერვალი, 1003 |
გარდ. ადგილი: | გენტი, ფლანდრია |
მეუღლე: |
არნულფ II, ფლანდრიის გრაფი (ქ. 968 - გარდ. 987) რობერ II, საფრანგეთის მეფე (ქ. 988 - განქ. 996) |
შვილები: |
ბალდუინ IV, ფლანდრიის გრაფი მატილდა |
მამა: | ბერენგარ II, იტალიის მეფე |
დედა: | ვილა ტოსკანელი |
რელიგია: | ქრისტიანობა |
როზალა დაიბადა 937 წელს იტალიაში. იგი იყო იტალიის მეფე ბერენგარ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ვილა ტოსკანელის ნაბოლარა ქალიშვილი. 968 წელს როზალა ცოლად შერთეს ფლანდრიის გრაფ არნულფ II-ს, რომელთანაც მას ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. 987 წელს არნულფი გარდაიცვალა და გრაფი მათი მცირეწლოვანი ვაჟი ბალდუინ IV გახდა, რომლის რეგენტადაც როზალა გვევლინება.
988 წელს როზალა მეორედ გათხოვდა საფრანგეთის მომავალ მეფე რობერ II-ზე. ეს ქორწინება მოაწყო რობერის მამამ, საფრანგეთის პირველმა მეფემ და კაპეტინგების დინასტიის დამაარსებელმა ჰუგო კაპეტმა. საფრანგეთში გათხოვების შემდეგ მას სახელი შეუცვალეს და ძირითადად სიუზენას ეძახდნენ. 992 წლიდან რობერი და როზალა განცალკევებით ცხოვრობდნენ, რადგანაც 38 წლის როზალა ძალიან უფროსი იყო ახალგაზრდა ქმარზე და ისინი ერთმანეთს ვერ უგებდნენ. სწორედ ამიტომ, მათ შვილებიც არ ჰყოლიათ და არც ოჯახური ბედნიერება ჰქონიათ.
როდესაც 996 წელს როზალას მამამთილი, ჰუგო გარდაიცვალა ტახტზე რობერ II ავიდა და როზალაც დედოფლად გვევლინება. ახლა უკვე დიდი ძალაუფლების რობერმა როზალასთან განქორწინება მოითხოვა. პაპმა მალევე დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და რობერი და როზალა განქორწინდნენ, რის შემდეგაც მან სასწრაფოდ შეირთო ცოლად თავისი საყვარელი ბერთა ბურგუნდიელი. მიუხედავად იმისა, რომ ბერთასა და რობერს შვიდი შვილი შეეძინათ, ეს ქორწინება მათი ახლონათესავური კავშირის გამო უკანონო იყო, რის გამოც 1003 წელს ისინიც განქორწინდნენ და რობერი კიდევ ერთხელ ქორწინდება.
განქორწინების შემდეგ როზალამ დატოვა საფრანგეთი და თავის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა ფლანდრიაში. მან უკანასკნელი წლები ბედნიერად გაატარა და გარდაიცვალა 1003 წლის 13 თებერვალს, ფლანდრიის დედაქალაქ გენტში.
იგი პირველად დაქორწინდა ფლანდრიის გრაფ არნულფ II-ზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:
არნულფის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში როზალა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე რობერ II-ს, თუმცა უშვილობის გამო ისინი 996 წელს განქორწინდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.