Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
რობ ზომბი[6](ნამდვილი სახელი რობერტ ბარტლ კამინგზი, ინგლ. Robert Bartleh Cummings;[7][8] დ. 12 იანვარი, 1965) — ამერიკელი მუსიკოსი, კინორეჟისორი და სცენარისტი, რომელმაც სახელი გაითქვა მძიმე მეტალ ჯგუფ White Zombie-ში მოღვაწეობით, ვისთან ერთადაც გამოსცა ოთხი სტუდიური ალბომი. იგი არის ამერიკული როკ ჯგუფ Powerman 500-ის ვოკალისტის, სპაიდერ უანის უფროსი ძმა.[9][10]
რობ ზომბი | |
---|---|
რობ ზომბი 2009 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რობერტ ბარტლ კამინგზი |
დაბ. თარიღი | 12 იანვარი, 1965 |
დაბ. ადგილი | ჰავერჰილი, მასაჩუსეტსი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1985-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | robzombie.com |
რობ ზომბი ვიკისაწყობში |
1996 წელს ზომბიმ ელის კუპერთან ერთად ჩაწერა პირველი სოლო სიმღერა „Hands of Death (Burn Baby Burn), რომელიც ნომინირებული იქნა გრემიზე. 1997 წელს მუშაობა დაიწყო პირველ სოლო ალბომ Hellbilly Deluxe-ზე, რომელიც გამოვიდა 1998 წლის აგვისტოში და მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა სამ მილიონამდე ასლი. მომდევნო წელს გამოსცა რემიქს-ალბომი, ალბომი შეიცავდა სიმღერებს Hellbilly Deluxe-დან. 2000 წელს მან გადაიღო ფილმი „1000 გვამის სახლი“, მაგრამ პროექტმა მზის შუქი იხილა 2003 წელს. The Sinister Urge (2001) აშშ-ში იქცა ზომბის მეორე პლატინის ალბომად. 2003 წელს წარმოადგინა კომპილაციური ალბომი Past, Present, & Future.
2005 წელს ზომბიმ გადაიღო ფილმის, „1000 გვამის სახლი“ პირდაპირი გაგრძელება სახელწოდებით „ეშმაკის განდევნილები“, რომელსაც წინამორბედთან შედარებით დადებითი შეფასებები ჰხვდა წილად. 2006 წელს გამოსული ალბომი Educated Horses მოხდა Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში. რობიმ გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა სარეჟისორო კარიერაზე და 2007 წელს გადაიღო 1978 წლის საშინელებათა ფილმის „ჰელოუინი“ „რიმეიკი, რომელიც იქცა მის ყველაზე შემოსავლიან ფილმად და მიიღო დადებითი შეფასებები მიმოხილველებისგან. 2009 წელს ამას მოჰყვა გაგრძელება „ჰელოუინი II“ და ანიმაციური ფილმი „ელ სუპერბისტოს მოჩვენებითი სამყარო“. ცოტა ხნის შემდეგ ზომბი კვლავ დაუბრუნდა მუსიკას და გამოუშვა მეოთხე სტუდიური ალბომი Hellbilly Deluxe 2 (2010), ალბომმა აშშ-ში მეათე ადგილს მიაღწია და ამავე რეგიონში გაიყიდა 200,000 ასლი.
2012 წელს გამოსცა მეორე რემიქს-ალბომი Mondo Sex Head და გადაიღო ფილმი „სალემის მბრძანებელი“, ხოლო მომდევნო წელს გამოაქვეყნა მეხუთე სტუდიური ალბომი Venomous Rat Regeneration Vendo. მუსიკალური კარიერის დაწყებიდანვე ზომბის მუსიკა და ლირიკა გამოირჩეოდა საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკური თემებით. ცოცხალი შოუების შესრულებისთვის კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასებები მისცეს.[11] კარიერის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 15 მილიონამდე ალბომი.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.