From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ გეი (დ. 16 მარტი 1945, კაბაკუმა, კოტ-დ’ივუარი — გ. 19 სექტემბერი, 2002, აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარის სამხედრო ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მეთაური 1999 წლის 24 დეკემბრიდან 2000 წლის 26 ოქტომბრამდე.
რობერტ გეი | |
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 დეკემბერი 1999 – 26 ოქტომბერი 2000 | |
წინამორბედი | ჰენრი კონან ბედი |
მემკვიდრე | ლორან გბაგბო |
დაბადებული | 16 მარტი 1941 კაბაკუმა კოტ-დ’ივუარი |
გარდაცვლილი | 19 სექტემბერი 2002 აბიჯანი კოტ-დ’ივუარი |
რობერტ გეი დაიბადა სოფელ კაბაკუმაში, მენის დეპარტამენტის დასავლეთ ნაწილში. ეკუთვნის იაკუბას ტომს. იგი პროფესიით სამხედროა, განათლება მიიღო უაგადუგუს და სენ-სირის (საფრანგეთი) სამხედრო სკოლაში. იყო პრეზიდენტ ფელიქს უფუე-ბუანის მხურვალე მხარდამჭერი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი საკმაოდ დაშორდა პრეზიდენტ ჰენრი კონან ბედის. მან უარი თქვა 1995 წლის ოქტომბერში საკუთარი არმიის მობილიზებაზე, რათა დაერეგულირებინა პოლიტიკური ბრძოლა პრეზიდენტ ბედისა და ოპოზიციის ლიდერ ალასან უატარას შორის, რის გამოც 1997 წელს გააძევეს არმიიდან.
1999 წელს შობის ღამეს, 24 დეკემბერს ჰენრი კონან ბედის ხელისუფლება დამხობილ იქნა სამხედრო გაატრიალების შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა რობერტ გეი. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რობერტ გეი დამარცხდა სახალხო ფრონტის ლიდერ ლორან გბაგბოსთან (მიიღო ხმების 32,7%), მაგრამ მან უარი თქვა არჩევნების რეზულტატის ცნობაზე და პასუხად მიიღო ქუჩის აქციების დიდი ტალღა. გეი იძულებული გახდა გაქცეულიყო ლიბერიაში.
რობერტ გეი მოკლეს 2002 წლის 19 სექტემბერს, ქალაქ აბიჯანის კოკოდის რაიონში, რამდენიმე საათში, რაც დაიწყო კოტ-დ’ივუარის სამოქალაქო ომი. მისი მკვლელობის გარემოება დღემდე ბურუსითაა მოფენილი. მასთან ერთად მოკლეს მისი მეუღლე, ოჯახის რამდენიმე წევრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ემილ ბოგა დუდუ.
რობერტ გეის ცხედარი დაკრძალვამდე, 2006 წლის 18 აგვისტომდე, გარდაცვალებიდან 4 წლის მანძილზე ინახებოდა აბიჯანის საცხედრეში.
წინამორბედი: ჰენრი კონან ბედი |
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი 1999 – 2000 |
შემდეგი: ლორან გბაგბო |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.