From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ ბარძიმაშვილი (დ. 17 იანვარი, 1934, ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის ფედერაცია — გ. 5 ივლისი, 2003, თბილისი, საქართველო) — ქართველი მუსიკოსი, ვოკალისტი, პედაგოგი. ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლების — „ორერას“ (1958–1975), „ვია 75-ის“ (1975–1984) და „ჯორჯიას“ (1985–1992) დაამარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი.[1][2][3]
რობერტ ბარძიმაშვილი | |
---|---|
რობერტ ბარძიმაშვილი, 1970 წელი, ანსამბლი „ორერა“ | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რობერტ ბარძიმაშვილი |
დაბ. თარიღი | 17 იანვარი, 1934 |
დაბ. ადგილი | ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის ფედერაცია, სსრ კავშირი |
გარდ. თარიღი | 5 ივლისი, 2003 (69 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა, ჯაზ-ფიუჟენი |
საქმიანობა | მუსიკოსი, მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, კლავიშებიანი საკრავი |
აქტიური | 1958–2003 |
ლეიბლ(ებ)ი | „მელოდია“ |
რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა თბილისში, 1934 წლის 17 იანვარს. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1960 წელს. იგი როგორც მომღერალი, ინსტიტუტის ლექტორმა, ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ინოლა გურგულიამ აღმოაჩინა და საკუთარ ტრიოში ჩართო.
1958 წელს, სტუდენტობისას, ბარძიმაშვილმა უცხო ენათა ინსტიტუტის ვოკალური კვარტეტი დააარსა. იმ პერიოდში ადვილი არ იყო უცხოური სიმღერების რეპერტუარში შეტანა, თუმცა, სტუდენტებმა ეს მაინც მოახერხეს. ასე შეიქმნა ლეგენდარული „ორერა“, რომლის შოუ-პროგრამები არა მხოლოდ მუსიკით, არამედ დახვეწილი, მოდური სტილით, უცხოენოვანი რეპერტუარით, სცენაზე ლაღი ქცევითა და იმპროვიზაციით იყო გამორჩეული.
1975 წელს დატოვა „ორერა“ და შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75“, რომელმაც 1984 წლამდე იარსება. რობერტმა მუსიკალური სასწავლებლებიდან და კონსერვატორიიდან აიყვანა სრულიად უცნობი ახალგაზრდა მუსიკოსები. იმ დროისთვის მეტად პოპულარული იყო ჯაზ-როკი, რომელსაც ბარძიმაშვილმა ეროვნული ფოლკლორი მოარგო და ამგვარად მიიღო ერთგვარი „ქართული“ საესტრადო ჯაზ-როკი, რომელსაც საკმაოდ მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებდნენ ანსამბლის წევრები. „ვია 75“-ს არა მხოლოდ ახალგაზრდები, უფროსი თაობის ადამიანებიც სიამოვნებით უსმენდნენ და მანაც საკუთარი კვალი დატოვა ქართული საესტრადო მუსიკის ისტორიაში.
1985 წლიდან ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ჯორჯიას“ და ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ლახტს“. 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დააარსა სკოლა-სტუდია „ლახტი“.
გადაღებულია ფილმებში „წარსული ზაფხული“ (1959) და „ორერა, სრული სვლით!“ (1970).[4]
გარდაიცვალა თბილისში 69 წლის ასაკში, 2003 წელს.[5][6] თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.