From Wikipedia, the free encyclopedia
რიობამბა (სრული სახელი სან-პედრო-დე-რიობამბა, ესპ. San Pedro de Riobamba) — ქალაქი ცენტრალურ ეკვადორში, ჩიმბორასოს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ანდების ხეობაში, მდინარე ჩამბოს ნაპირებზე, დედაქალაქ კიტოდან 200 კილომეტრით სამხრეთით, ზღვის დონიდან 2 754 მეტრზე. რიობამბა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრია, რომელზეც ასევე გაივლის პანამერიკული მაგისტრალი. ეკონომიკის ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობაა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რიობამბა Riobamba | |||||
| |||||
ქვეყანა | ეკვადორი | ||||
პროვინცია | ჩიმბორასო | ||||
კანტონი | რიობამბა | ||||
კოორდინატები | 1°40′27″ ს. გ. 78°38′53″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ნაპოლეონ კანედა | ||||
დაარსდა | 1534 | ||||
ფართობი | 59,05 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 754 მ | ||||
მოსახლეობა | 156 723 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 2 700 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 593 3 | ||||
საფოსტო ინდექსი | EC060150 | ||||
ოფიციალური საიტი | municipioderiobamba.gov.ec | ||||
რიობამბა 1534 წელს ესპანელებმა დააარსეს. 1797 წელს ის სრულად განადგურდა მიწისძვრის შედეგად. მოგვიანებით ქალაქი 14 კილომეტრის დაშორებით ხელახლა ააშენეს.
XIX საუკუნის დასაწყისში, რიობამბა ეკვადორის დამოუკიდებლობის მოძრაობის ცენტრი გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.